ავტორი:

"საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, სომხეთში საჭირო ძალები გაიგზავნება" - რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი

"საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, სომხეთში საჭირო ძალები გაიგზავნება" - რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, სომხეთში, შესაძლოა, საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნოს.

"გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მან მშვიდად უნდა მიიღოს ის, რომ მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნება.

ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან საუბარია კავკასიაში “ბოევიკების” შეღწევაზე, რაც დააზარალებს რუსეთს, საქართველოსაც და ყველას. ზომები უნდა მივიღოთ", - ამბობს ზატულინი.

მისი თქმით, აზერბაიჯანს და თურქეთს რეგიონში სამხედრო რევანში სურთ, ამიტომ რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში წამყვანი ქვეყანაა.