ავტორი:

„იყო და არა იყო რა,“ - „ბიბლუსმა“ ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციისთვის კამპანია დაიწყო

„იყო და არა იყო რა,“ - „ბიბლუსმა“ ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციისთვის კამპანია დაიწყო

კითხვის სიყვარული ბავშვობიდან ჩნდება, როდესაც თქვენს პატარას წითელქუდასა თუ რწყილსა და ჭიანჭველაზე უყვებით. ბავშვის მდიდარი ფანტაზია მალევე გონებაში ხატავს ყველაფერს, რაც მონათხრობისადმი ინტერესს კიდევ უფრო უმძაფრებს. შემდეგ უკვე ოჯახის წევრებზე, მასწავლებლებსა თუ მეგობრებზეა დამოკიდებული, კითხვისადმი ბავშვის ინტერესი მოიმატებს, თუ პირიქით - გაქრება.

ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ კითხვის პოპულარიზაცია არათუ მოზრდილობის პერიოდში, არამედ ბავშვობიდანვე დავიწყოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ახალი კამპანია „იყო და არა იყო რა“, რომლის ფარგლებში პატარა მკითხველებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ტარდება კონკურსი „დაასრულე ზღაპარი“. როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ზღაპრებიდან („სამი გოჭი“, „წითელქუდა“, „ნაცარქექია“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „რწყილი და ჭიანჭველა“) ერთ-ერთი საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა დაასრულონ. კონკურსის შედეგად კულტურის, სპორტის და ახალგაზრდა საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, მწერლები გიორგი კეკელიძე და ვასო გულეური 3 გამარჯვებულს გამოავლენენ, რომლებსაც საჩუქრად „ბიბლუსის“ 50-ლარიანი ვაუჩერები, წიგნები და ,,პეპელას’’ შემეცნებითი სათამაშოები გადაეცემათ.

ინფორმაცია კონკურსის ვადების შესახებ იხილეთ აქ.

ამას გარდა, „ბიბლუსს“ პატარა მკითხველებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს. შეგიძლიათ თქვენი პატარებისთვის წიგნების კომპლექტები შეარჩიოთ და უფასოდ გამოიწეროთ. მაგალითად:

„პატარა პრინცი“

„ღამით, ზეცას რომ შეხედავ, მოგეჩვენება, რომ ყველა ვარსკვლავი გიღიმის, რადგან გეცოდინება, რომ ერთ ვარსკვლავზე მე ვცხოვრობ და ვიცინი... როდესაც გულს მოგეშვება, გამიხსენებ და გაიხარებ. ყოველთვის ასე ხდება.“ თუ ერთხელ მაინც წაგიკითხავთ, ეს ნაწყვეტი აუცილებლად გეცნობათ. ამ კომპლექტში შედის „პატარა პრინცი“ და „პატარა პრინცის დღიური“, რომლებიც ყველა ბავშვისთვის (და დიდებისთვისაც!) ძალიან კარგი საჩუქარი იქნება.

საბავშვო-შემეცნებითი

ამ კომპლექტში ორი ძალიან საინტერესო წიგნი შედის:

· „8000 საოცარი ფაქტი“

ამ უნიკალურ ენციკლოპედიაში რვა მნიშვნელოვანი თემა 8000 საინტერესო ამბად არის გაშლილი – თითო თემა წარმოდგენილია ათასი სრულყოფილი ფაქტით! ამას ემატება ვიზუალური ეფექტიც – შთამბეჭდავი ნახატები და ფოტოები.

· „ჩემი პირველი ძილისპირული ზღაპრები“

ამ ლამაზად ილუსტრირებულ წიგნში 50 კლასიკური ზღაპარია. წაუკითხეთ თქვენს პატარებს ძილის წინ და ტკბილად დაეძინებათ.​​​​​​​

ეზოპეს იგავები და ანდერსენის ზღაპრები

ამ კომპლექტშიც 2 წიგნი შედის: ეზოპეს 200 იგავი და ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები. ეზოპეს იგავები შესანიშნავი ილუსტრაციებით არის გაცოცხლებული და ისეთი რჩევა-დარიგებებით სრულდება, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის ძალიან საჭირო სახელმძღვანელოა.

ჰანს კრისტიან ანდერსენი ყველა ბავშვისთვის საყვარელი მწერალია. სიკეთითა და სიყვარულით გაჟღენთილი ზღაპრები პატარებს მეგობრობასა და ერთგულებას ასწავლის.

კომპლექტი„ვინიპუჰი“

ამ კომპლექტში ყველა ბავშვისთვის საყვარელი პერსონაჟის, ვინი პუჰის, თავგადასავლები, სახატავი რვეული და ფერადი ფანქრები შედის. ოთხი ჯადოსნური მოთხრობა დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს აერთიანებს.

„როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“ – ელიფ შაფაქის ახალი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა

„წიგნის ქურდი“ - ტრაგედიითა და ჰუმანურობით აღსავსე პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრება

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა