ავტორი:

ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს - "იარაღით ხელშია გარდაცვლილი“

ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს - "იარაღით ხელშია გარდაცვლილი“

გლდანში "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი "იარაღით ხელშია გარდაცვლილი“.

"ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, - წერს მელია.

მელია სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლის 3-ე და 4-ე ნაწილებით დაიწყო. მეტ კომენტარს უწყებაში არ აკეთებენ.

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?