ავტორი:

"არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო, რომ ეს ტკივილი შევიმსუბუქო" - ბაღდათში ავარიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი

"არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო, რომ ეს ტკივილი შევიმსუბუქო" - ბაღდათში ავარიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულია შუა ხნის ქალბატონი მანანა დევდარიანი, მისი შვილი ნუკრი კოჩაძე და მცირეწლოვანი შვილიშვილი დათუნა კოჩაძე, ასევე ქალბატონის ძმა მერაბ დევდარიანი.

დაშავებულები არიან გარდაცვლილი მცირეწლოვნის დედა და და, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

გარდაცვლი მანანა დევდარიანი, ნუკრი კოჩაძე და დათუნა კოჩაძე სოფელ დიდველაში ცხოვრობდნენ, ხოლო მერაბ დევდარიანი სოფელ დიმიდან იყო. ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი დიდველადან დიმში მიდიოდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

დაღუპულების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მათი ოჯახის ახლობელი შაკო თავხელიძე.

"რა ვქნა არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო იმისთვის, რომ ეს ტკივილი მაინც შევიმსუბუქო. ჩემო ნუკრი, ჩემო უახლოესი ოჯახის წევრი, ძმაკაცი და ყველაფერი იყავი და იქნები. მანანა დეიდა, ჩემო ტკბილო დეიდა, როგორ მტკივა და როგორ გამიჭირდა ამის დანახვა და დაჯერება, რომ ვეღარ გნახავდით, პატარა დათუჩა, ჩემო პატარა სიყვარულო, ჩემო სიცოცხლე, როგორ ბევრს მელაპარაკებოდი ტელეფონზე ჩამოდიო და მოდი ჩემთანო... როგორ უნდა დავივიწყო შენი სიცოცხლით სავსე თვალები... პეტო ასე თუ მოხდებოდა რას წარმოვიდგენდი, მტკივა უშენობა და უთქვენობა. მენატრებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ შენს გამო. პეტუ მიყვარხარ ძალიან" - წერს ოჯახის ახლობელი შაკო თავხელიძე.

"მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს" - მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

28 მარტს თბილისის მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებს