ავტორი:

იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სისტემური შეზღუდვები - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სისტემური შეზღუდვები - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პაციენტების მართვის კომპონენტში ოჯახის ექიმების ჩართულობა გაიზარდა.

„ჩვენ ვმუშაობთ და ვმსჯელობთ პროტოკოლებზე, რაშიც ვგულისხმობთ როგორც სტაციონალიზაციის პროტოკოლს, ასევე გაწერის პროტოკოლს, რათა ნაკადების მართვა საავადმყოფოფების და კოვიდსასტუმროების დონეზე იყოს მეტად უფრო აქტიური და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ არა ერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის და ბოლო დღეებში ალბათ, ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში და ჩვენ კიდევ ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს მისი პერსონალური ოჯახის ექიმის მხრიდან მართული და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოქნილი პროტოკოლები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ „წითელი ზონა“ სამედიცინო სექტორისთვის მიუთითებს მეტ მზაობას, მეტ მობილიზაციას და მეტად აქტიურ მართვას როგორც პაციენტების მკურნალობის ნაწილში, ასევე საწოლბრუნვის ნაწილში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, ხელისუფლება მაინც არ აპირებს სისტემური შეზღუდვების დაწესებას.

მისივე თქმით, გაგრძელდება იმ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც ვირუსთან ადაპტაციას გულისხმობს. ამასთანავე, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცა, მით ნაკლებად მოუწევს მთავრობას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტგრატეგიის მიხედვით სვლას, რომელი სტრატეგიის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციასა და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი - დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. ამ მხრივ ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ტენდენციების შენარჩუნებას. როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან. აქ იყვნენ როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე, ამ შეხვედრებზე ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევინარჩინოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებითა და დისტანციის დაცვით. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც გახსოვთ, მკაცრი რეკომედაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, რიგებში, გაჩერებებზე. თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი შესრულება წესების, მაქსიმალურად შევძლებთ, რომ, დაახლოებით, 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ. ამასთანავე, რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, მით უფრო ნაკლებად მოგვიწევს ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ახალი შეზღუდვები დაწესდება ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

„ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის აუცილებლობაც იყო დაწესებულია და მოქმედებს, და ახალი შეზღუდვების დაწესებას დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით არ ვაპირებთ, ხვალ თუ რამე შეიცვლება, ბუნებრივია ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოახლოვებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება.

მისივე თქმით, ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„არჩევნები უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებას ამომრჩევლებისა და ასევე დამკვირვებლებს“, - განაცხადა მეზრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. დღეის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში 30 303-ს დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"

"ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა... როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისე გადმოგვაბარებენ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"