ტყიბულის მაღაროში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ტყიბულის მაღაროში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში წუხანდელი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნული ინფორმაცია ტყიბულის გამგეობაში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს.

მძიმედ დაშავდა კიდევ შვიდი მაღაროელი. აქედან ხუთი თბილისის დამწვრობის ცენტრში, ორი კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

უბედური შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 21.00 საათზე მოხდა. აფეთქების დროს მაღაროში 11 მუშა იმყოფებოდა. ერთი უვნებელი გადარჩა.

გუშინვე შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ყველა დეტალი დაწვრილებით იქნება გამოძიებული, ხოლო დაღუპულებისა და დაზარალებულების ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება.

აფეთქების ოფიციალური მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში მეთან-გაზის აალება მოხდა.

ტყიბულის მაღაროში წელს ეს უკვე მეორე აფეთქებაა. 2010 წლის 3 მარტის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო “საქნახშირს” ეკუთვნის, რომელიც “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია