ავტორი:

სამშენებლო კომპანიებს თავიანთ ვებ-გვერდსა და SS.ge-ზე განცხადების დადება ერთი ფუნქციონალით შეეძლებათ

სამშენებლო კომპანიებს თავიანთ ვებ-გვერდსა და SS.ge-ზე განცხადების დადება ერთი ფუნქციონალით შეეძლებათ

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, დეველოპერული სექტორი ბაზარზე სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს და განვითარებასაც განაგრძობს.

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, მე-2 კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა, თუმცა რეგულაციების შემსუბუქებისა და მოხსნისთანავე, სექტორი კალაპოტს დაუბრუნდა. მეტიც, ბაზარზე გაყიდვების კუთხით სიახლეებიც ინერგება.

უძრავი ქონების უმსხვილესმა პლატფორმა SS.ge-მ უძრავი ქონების ბროკერებს, აგენტებსა და სამშენებლო კომპანიებს თავიანთი პროდუქტის კლიენტამდე მიტანის პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. უფრო კონკრეტულად, API-ს დახმარებით, სააგენტოებსა და სხვა ბიზნეს სუბიექტებს უკვე შეუძლიათ, თავიანთი ვებ-გვერდი, CRM ან სერვისები SS.ge-ის ბაზას დააერთოს და მისი ფუნქციონალი სრულყოფილად მიიღოს.

სამშენებლო კომპანია თუ სააგენტო დაერთების შემდეგ, იძულებული აღარ იქნება, თავისი შეთავაზებები SS.ge-ზე ცალ-ცალკე განცხადებად ატვირთოს და გამოაქვეყნოს, რაც დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ახალი ფუნქციონალი გულისხმობს იმას, რომ საკუთარ ვებ-გვერდზე შეთავაზების გამოქვეყნების პარალელურად, კომპანიას შეუძლია, იგივე ინფორმაცია SS.ge-ზე ერთი ინტერფეისის გამოყენებით გამოაჩინოს. API-ით სარგებლობის შემთხვევაში, კომპანიას 6 ახალი შესაძლებლობა უჩნდება:

  • განათავსოს განცხადებები
  • მართოს განცხადებები
  • დაარედაქტიროს ისინი
  • დაამატოს აგენტები
  • თანხა გადაურიცხოს აგენტებს
  • მოითხოვოს ინვოისები

SS.ge-ში განმარტავენ, რომ ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კომპანიას საშუალება ექნება, ერთი სისტემის მეშვეობით მართოს როგორც საკუთარი ვებ-გვერდი, ისე განცხადებები SS.ge-ზე, რაც დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვის საშუალებას მისცემს და გაყიდვების პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.

„ჩვენი პარტნიორი კომპანიები SS.ge-ის სერვისებს უკვე მრავალი წელია აქტიურად იყენებენ. შესაბამისად, დიდი ხანია, ერთი და იგივე ოპერაციების კეთება როგორც საკუთარ, ისე SS.ge-ის ბაზაშიც უწევდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, SS.ge-ის ყველა მომხმარებელს გაყიდვისა თუ ძიების პროცესში სრული კომფორტი შევუქმნათ. ჩვენი ახალი ფუნქციონალით კომპანიებს ვეხმარებით, თავიანთი პროდუქტი სწრაფად, მარტივად, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე მიიტანონ მყიდველებთან. ჩვენ მათ გავუმარტივეთ ეს პროცესი და უკვე ერთი ინტერფეისიდან შეუძლიათ მართონ როგორც საკუთარი ბაზები, ისე განცხადებები, რომელსაც SS.ge-ზე ათავსებენ“, - განმარტავენ SS.ge-ში.

SS.ge-ის ყოველდღიურად 35 000-40 000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო თვიურად დაახლოებით - 550 000 (2020 წლის სექტემბრის მონაცემებით), შესაბამისად, ვებ-გვერდზე განთავსებული შეთავაზებების ნახვა საქართველოში უძრავი ქონების შეძენის თითქმის ყველა მსურველს შეუძლია.

ბოლო რამდენიმე თვეში SS.ge-მ უძრავი ქონების სექტორის ხელშეწყობისა და მომხმარებლისთვის სასურველი შეთავაზების სწრაფად მიგნების მიზნით, ვებ-გვერდს რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაამატა. მათ შორის არის ქონების ღირებულების გამოთვლა, მის მიმდებარედ რუკაზე სხვადასხვა ობიექტის ჩვენება (ბაღი, სკოლა, სავაჭრო ცენტრი, მეტრო და ა.შ), პირადი აგენტის მომსახურება, გადამოწმებული განცხადებების ატვირთვის სერვისი, ახალი ქუჩები და სხვა. ყველა მათგანი SS.ge-ის მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის.

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გარდაიცვალა და 1 262 გამოჯანმრთელდა

BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მეორედ ჩატარდება

საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ბოლო 24 საათის მონაცემები