ავტორი:

NASA: მთვარეზე წყლის არსებობა დადასტურდა

NASA: მთვარეზე წყლის არსებობა დადასტურდა

აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მთვარეზე წყლის არსებობა საბოლოოდ დადასტურდა - ამის შესახებ BBC წერს. მეცნიერები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ იციან შესაძლებელია თუ არა მისი, როგორც რესურსის გამოყენება, თუმცა ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომელიც მთვარეზე ახალი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

კვლევა ტელესკოპ Sofia-ს საშუალებით მიმდინარეობდა. შესაბამისი ობსერვატორია Boeing 747SP-შია მოწყობილი, ეს არის თვითმფირნავი, რომელიც თან ატარებს რეფლექტორ ტელესკოპს. ამ უკანასკნელს კი შორი მანძილიდანაც შეუძლია უმცირესი ნაწილაკების აღქმაც.

ტელესკოპის საშუალებით მთვარეზე აღმოაჩინეს წყლის მოლეკულები. მეცნიერებმა არ იციან რა ფორმითაა წყალი დედამიწის თანამგზავრზე. მკვლევარები ფიქრობენ, რომ წყალი შესაძლოა, იყოს მთვარის მინის ნაწილაკებში.

მათივე თქმით, მთვარეზე წყალი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, რამაც შესაძლოა, მომავალში მეცნიერებს იქ ხანგრძლივი ექსპედიციების მოწყობის შესაძლებლობა მისცეს, თუმცა ეს ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები მთვარეზე წყლის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს საუბრობდნენ, თუმცა მაშინ დაზუსტებით თქმა არ შეეძლოთ.

"საარჩევნო უბნებთან დიდი რიგებია, ამომრჩევლებს პირბადეები უკეთიათ" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა - ვითარება ყარაბაღში, სადაც ომი კვლავ გრძელდება

ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა