ავტორი:

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ...ეგ პრობლემა არ არის“ - შს მინისტრი ბადრი ესებუას შესახებ

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ...ეგ პრობლემა არ არის“ - შს მინისტრი ბადრი ესებუას შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში,"საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მონაწილეს, ბადრი ესებუას, შესაძლოა ერთი თვეც "სდიონ“. ამის შესახებ გომელაურმა ტელეკომპანია "მთავართან“ განაცხადა.

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ, ან მეტი ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. ერთ რამეს გეტყვით, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ“, - მიმართა "მთავარის“ ჟურნალისტს გომელაურმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ბანკზე თავდასხმის მონაწილე ბადრი ესებუაა. შესაბამისი განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და მათი უმეტესობა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მოთხოვნები დაუკმაყოფილეს - მიუტანეს თანხა, რომელსაც ითხოვდა და წასასვლელად შეუქმნეს ე.წ. უსაფრთხო დერეფანი. ბანკის შენობა თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლა. მის დაკავებას სამართალდმცველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

"საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე" - რას ყვება ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულზე მისი მეგობარი

არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი კი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ცესკოს მთელ ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული