ავტორი:

დაპირისპირება ცესკო-სთან - პოლიციამ 3 პირი დააკავა

დაპირისპირება ცესკო-სთან - პოლიციამ 3 პირი დააკავა

ცესკო-სთან "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის საშუალება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

"კარვის გაშლა გვინდა, სამი საათია ვითხოვთ, რომ ჩამობრძანდეს ეს ქალბატონი და პასუხები გაგვცეს კითხვებზე, რას უპირებს იმ 100 000 ადამიანს, რომელსაც ხმის უფლებას ართმევს.

პოლიციელებმა ყველაფერი, უკადრებელი იკადრეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამი პირი დააკავა. როგორც უწყებაში განაცხადეს, დაკავება ადმინისტრაციული 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2197 პაციენტი