ავტორი:

62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"

62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"

ლეგენდარულ პოპმომღერალს, 62 წლის მადონას 26 წლის ბოიფრენდი ჰყავს. მათ ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს. აჰლამალიკ უილიამსი მომღერლის მოცეკვავეთა გუნდის წევრი იყო და მადონასთან ერთად Rebel Heart საკონცერტო ტურის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

ტაბლოიდებმა 2015 წელსვე დაწერეს, რომ მადონასა და უილიამსს შორის კოლეგიალურ და მეგობრულ ურთიერთობაზე უფრო მეტი იყო. მადონას მასზე ასაკით გაცილებით ახალგაზრდა მამაკაცებთან არაერთი სასიყვარულო ისტორია უკავშირდება, მათ შორის იყო 23 წლის ბრაჰიმ ზალიბატი, 26 წლის ტაიმო სტეფანსი, ასევე ცნობილი მოდელი, 31 წლის კევინ სამპაიო.

აღსანიშნავია, რომ ახალ ბოიფრენდთან მადონას, ყოფილებისგან განსხვავებით, სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. 2019 წელს TMZ წერდა, რომ წყვილმა ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანა და თუ მანამდე მომღერალი უილიამსთან საჯარო გამოჩენას ერიდებოდა, უკვე მასთან ერთად მედიის წინ პოზირებდა.

გარდა ამისა, მომღერალმა გაიცნო ბოიფრენდის მშობლებიც და ისინი თავის სასახლეში მიიწვია, სადაც სპეციალური ვახშამი პერსონალურ მზარეულს მოამზადებინა. პოპვარსკვლავთან დაახლოებული წყარო ყვება, რომ ამ ვახშამზე მადონამ ბიჭის მშობლებს უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარს და სურდა, რომ მათზე ეზრუნა.

"სიყვარულს ასაკი არ აქვს, ჩემი შვილი გიჟური ცხოვრებით ცხოვრობს და მე ბედნიერი ვარ მის გამო“, - ამბობს უილიამსის მამა, დრიუ. მისივე თქმით, მადონას იდეალურად გაუგეს, მასთან ერთად დადიოდნენ პანდემიამდე კონცერტებზე ლონდონში, პარიზში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. "ჯანდაბა...ის ხომ მადონაა“ - ამბობს დრიუ.

ახლახან პოპვარსკვლავმა "ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც მისი ახალი ვიდეორგოლიდანაა. მათზე მადონა თავის ბოიფრენდთან ერთადაა აღბეჭდილი. "გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და აკეთე ის, რაც გიყვარს“, - წერს მადონა.

მომღერალი ახალ ვიდეორგოლში თინეიჯერული იმიჯითაა, მას ვარდისფერი თმა აქვს და სამოსიც შესაბამისი აცვია. ის მუსიკალური ვიდეოთი, ისევე როგორც თავისი რეალური ცხოვრებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ფანებს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე ძალადობდა - მსახიობმა გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა, დავა წააგო

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია ახალ კლიპში - მომღერალი გადასაღები მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა - "მას ჟიგოლო სჭირდება“