ავტორი:

ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია

ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მალე ქეთა თოფურია მილიონერ ლევ ძენგოვზე ქორწინდება. თუმცა ეს ერთადერთი სასიხარულო ფაქტი არ არის მომღერლის ცხოვრებაში - მომღერალი მეორედ ემზადება დედობისთვის.

ორშაბათს, 26 ოქტომბერს A'Studio სოლისტმა თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ქეთა წერდა, რომ დასასვენებლად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაფრინდა.

სწორედ დუბაიში გადაუღეს პაპარაცული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის ნამდვილად ორსულად არის, ღია საცურაო კოსტუმში მზის აბაზანებს იღებს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასვენების დროს, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი ორსულობის მეშვიდე თვეში გაფრინდა, მას მუცელი უკვე საგრძნობლად ეტყობა. როგორც ჩანს, მომღერალი ბოლომდე ვერ დაემალა ცნობისმოყვარეთა მზერას და ფოტო ერთ-ერთმა ფანმა ჩუმად გადაუღო. ორსული თოფურიას პირველი ფოტო მან ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ქეთა თოფურიას მეგობარი მედიასთან ექსკლუზიურ დეტალებს ამხელს:

"ქეთიმ და ლეომ უკვე გაარკვიეს ბავშვის სქესი, ისინი ბიჭს ელოდებიან. ორივე ძალიან ბედნიერია. ახლა ორსულობის მეშვიდე თვეშია, ასე რომ, წლის ბოლოს მათ მემკვიდრე ეყოლებათ", - განაცხადა მეგობარმა.

რამდენიმე დღის წინ თოფურიამ ორსულობის შესახებ ინფორმაცია უარყო და თაყვანისმცემლებს მოუწოდა, ყვითელი პრესა აღარ წაეკითხათ. მილიონერ დიპლომატ ლევ ძენგოვისა და ქეთას ურთიერთობა წელიწადზე მეტს ითვლის.

წყვილმა ერთმანეთი მინსკში, ძენგოვის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც ქეთა მიწვეული იყო როგორც მომღერალი. დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული.

მას პირველი ცოლისგან, 2013 წელს, ვაჟი, ლეონიდი შეეძინა. მეორედ კი 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. წყვილს ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. ქეთასთან ერთად ცხოვრობს დედა და მისი ქალიშვილი ოლივია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მომღერლის პირველი ქმარი, მილიონერი ლევ გეიხმანი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და პერიოდულად შვილის სანახავად ჩადის. დაშორებულ წყვილს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა აქვს.

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია ახალ კლიპში - მომღერალი გადასაღები მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა - "მას ჟიგოლო სჭირდება“

სევილიის ცნობილი ფლამენკოს ფესტივალი Covid-სტილში - ემოციური ფოტოები ესპანეთიდან