ავტორი:

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში ავგუსტუსის როლს შეასრულებს - ვინ არის ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც კინოში უკვე არაერთი წარმატება აქვს (ფოტოები)

26 წლის მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, იტალიელმა რეჟისორმა ჯოვანი ტროილომ ფილმის Power of Rome-ის გადაღებებზე იმპერატორ ავგუსტუსის როლზე მიიწვია. ლუკა 6 წლიდან დედამ მილანში საცხოვრებლად გადაიყვანა. მისი პოპულარობა კი ცნობილი პოპ-მომღერლების ჯასტინ ბიბერის, შონ მენდესის, ედ შირანის "ქავერების“ ჩაწერით დაიწყო, მომღერლის მუსიკალური კარიერის განვითარება სწორედ "იუთუბით“ იღებს სტარტს, რის შემდეგაც მან მოახერხა სადებიუტო სიმღერით Tempo al Tempo-ს მეშვეობით "აითიუნსში“ მოხვედრაც.

ლუკას ცხოვრებაში კინო 2018 წელს შეიჭრა, მაშინ როცა ალიჩე რორვახერის მიწვევით ფილმ Lazzaro felice-ში გადაიღეს. მისი სამსახიობო კარიერის დაწყება და წარმატება მუსიკალურ არხზე MTV-ის ეთერში მოხვედრამ განაპირობა, სადაც რეჟისორმა შენიშნა და მიიწვია ქასთინგებზე. შემდგომ იყო ახალგაზრდა მომღერლის კინოკარიერაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი Revenge Room, რომელიც როგორ თვითონ ინტერვიუში განაცხადა, საკმაოდ ღრმა აზრის მატარებელი პროექტია. ის განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მშობლებისთვის, რათა გაზარდოს მათი მგრძნობელობა იმ ახალი მედიარეალობის მიმართ, რომლის წინაშეც ინტერნეტმა დაგვაყენა და რომელსაც ხშირად ჩვენი პირადი ცხოვრება ეწირება.

"ბოლო დროს, ინტერნეტში არცთუ იშვიათად ვრცელდება გოგონების პიკანტური ფოტო, თუ ვიდეომასალა, რომელსაც ძირითადად შურისძიების მიზნით, ყოფილი შეყვარებულები ავრცელებენ. ფილმში, ჩემი გმირი, 18 წლის დავიდეც, ყოფილ შეყვარებულზე ბრაზდება, მსგავსი ტიპის ფოტოებს მეგობრებს უგზავნის და ეს ფოტოები ღია ინტერნეტსივრცეში ხვდება. თავდაპირველად, დავიდე უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ერთხელაც ის ბნელ ოთახში, ერთგვარ გაურკვევლობაში იღვიძებს და ხვდება საულს, სულიერ გზამკვლევს, ირთვება 15-წუთიანი წამზომი, რა დროშიც ჩემმა პერსონაჟმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ცოდვები და მოინანიოს. ფილმი საკმაოდ მეტაფორულია და ბიბლიურ და სპირიტუალურ პასაჟებს შეიცავს", - ამბობს მსახიობი.

ფილმი ვენეციის ბიენალეზე იყო პრემიერით წარდგენილი.

ამჟამად მსახიობის გული თავისუფალია, როგორც მისი პირადი ინსტაგრამ გვერდიდან ირკვევა, უყვარს მოგზაურობა, მთა, თავგადასავლები, მუსიკა და კინო.ლუკას მილანური წარმატება კი საზოგადოებამ მისი პირადი ინსტაგრამ გვერიდან შეიტყო: „როგორც იქნა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა! მე ვითამაშებ იმპერატორ აუგუსტუსის როლს ახალ ფილმში - განაგრძეთ კითხვა

"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლის გამოც, ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს

ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ვარსკვლავმა პანდემიის დროს

ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს, ნიკოლ პოტურალსკის დაშორდა - რა გახდა განშორების მიზეზი