ავტორი:

"ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული" - რატომ მოითხოვა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

"ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული" - რატომ მოითხოვა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გორის რაიონულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მალე 12 მსაჯული შეირჩევა და მსაჯულები თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირების საქმის არსებით განხილვას დაიწყებენ. ყველასთვის ცნობილია, ამ საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

საქმე პროკურატურამ თავიდანვე სამ ნაწილად გაყო. გამოძიების ვადებში შეზღუდული იყო, რადგან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებდნენ და ამიტომ მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. არასრულწლოვნების საქმის განხილვა უკვე დასასრულს უახლოვდება და მათ მალე განაჩენს გამოუტანენ. რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას, 109-ე მუხლს, ეს უმძიმესი ბრალდება 5 პირს აქვს წარდგენილი და საქმეს გორში სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე იხილავს. ყველამ იცის, რომ ორ არასრულწლოვანთან ერთად არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი.

გაგნიძემ, რევაზიშვილმა და ჩიქოვანმა 28 სექტემბერს უარი თქვეს, რომ მათი 109-ე მუხლით ბრალდების საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაცემოდა. ბრალდებულების ადვოკატები მაშინ ამბობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ნაკლებია, უმჯობესია საქმეზე განაჩენი მოსამართლემ გამოიტანოს, რადგან პროცესის გარშემო, თვეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში გარკვეული აზრი შექმნა და არ არის გამორიცხული, რომ ამ აზრმა ზემოქმედება მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე და ისინი არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოსო. თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ რამდენიმე დღეში იგივე ბრალდებულებმა, გაგნიძემ, რევაზიშვილმა და ჩიქოვანმა სხვა ეპიზოდში უკვე თავად მოითხოვეს მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

ისმის კითხვა, რამდენიმე დღეში რა შეიცვალა და რატომ გადაწყვიტეს საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვა?

თუ მკვლელობის საქმის განხილვის დროს ადვოკატები აცხადებდნენ, რომ შექმნილი საზოგადოებრივი აზრი ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედებას მოახდენდა, ახლა რატომ ვერ მოახდენს ის აზრი ზემოქმედებას? ამ ფაქტს ახსნას უძებნის შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე

- ბატონო მირიან, ცნობილია, რომ სამ ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯულები გაასამართლებენ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს ბრალდებულებმა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა?

- ცალსახაა, ნაფიცების არჩევა იმიტომ მოხდა, რომ სწორედ ამ ეპიზოდში აქვთ ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული. ალბათ გახსოვთ, თავიდან მათი დაკავება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მოხდა და ამ ბრალდებით შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. ადრეულ წლებში სხვადასხვა ბრალდებაზე ცალ-ცალკე უფარდებდნენ აღმკვეთ ღონისძიებას ბრალდებულებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკორექტირა და თქვა, რომ ერთი აღმკვეთი ღონისძიებით უნდა იყვნენ ბრალდებულები, შესაბამისად, იმ საქმეში მოითხოვეს ნაფიცი მსაჯულები.

ნაფიცი მსაჯულები რომ გინდოდეს და ზოგადად ამ ფორმით შენთვის რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ნაფიცებს აირჩევდნენ განზრახ მკვლელობის ნაწილში, რადგან ყველაზე მძიმეა მკვლელობა. მათ კი მკვლელობის ნაწილში კი არა, არამედ იქ, მოითხოვეს, სადაც აღმკვეთი ღონისძიებაა შეფარდებული. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია, რამენაირად უნდათ დროში გაიწელოს და გავიდეს აღმკვეთი ღონისძიების ვადა და გარეთ გამოვიდნენ დამნაშავეები.

მეც ადვოკატი ვარ და ვერ ვხვდები ამ ადვოკატების ტაქტიკას. რა პერსპექტივა აქვს ამას, შეიძლება გამოგიშვას სასამართლომ სხვა გამოსავალი რომ არ ექნება და ვადაში ვერ ჩაეტევა, მაგრამ შემდგ, როცა საქმის არსებითი განხილვა დასრულდება ხომ მოგისჯის პატიმრობას და სასამართლო დარბაზიდან ხომ აგიყვანს ისევ.

- არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესი მალე დასრულდება, ალბათ, ადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესს. რა შეფასებას მისცემთ?

- დასკვნით ეტაპზეა არასრულწლოვნების საქმე და ძალიან მალე დადგება განაჩენი, ამას მოსდევს განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა და ალბათ ეს დროში უფრო გაიწელება. საკმაოდ გეგმაზომიერად მუშაობენ და დღეში არაერთი მტკიცებულების გამოკვლევა ხდება და ალბათ ასწრებენ ვადებში საქმის დასრულებას. საქმეზე სადაც ამდენი ადამიანია განსასჯელი, იქ როგორ იქნება საქმე, ესეც გამოჩნდება. სწორია სასამართლოს მიდგომა პროცესების ინტენსივობა გაზარდოს და ვადების პრობლემა არ იყოს.

- ეჭქვეშ აყენებენ არასრუწლოვნების ადვოკატები ექსპერტიზის დასკვნას, რომ მანქანაში მხოლოდ მახარაძე იჯდა, მათ ხელთ აქვთ ექსპერტიზის დასკვნები და ამტკიცებენ, რომ მახარაძესთან ერთად კიდევ იყვნენ სხვები მანქანაში და ეს თავდაყირა აყენებს ბრალდების პოზიციას, რომ გიორგი შაქარაშვილს 5 პირი გაეკიდაო, ამაზე რას იტყვით?

- დაცვას მიუტანია რაღაც ექსპერტიზა, ისეთ დაწესებულებაში ჩაუტარებიათ, ადრე რომ იყო ყველა კუთხეში გახსნილი. თუმცა ეს არ არის ახლა მთავარი, მთავარი ის არის რომ ამ ექსპერტმა ისე დაწერა ექსპერტიზის დასკვნა, რომ მანქანაც კი არ უნახავს და ვიზუალურადაც კი არ დაუთვალიერებია. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ის მასალა, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ მანქანასთან მხოლოდ მახარაძე ბრუნდება. ზუმით მაქვს ეს კადრები მოტანილი და უამრავ სპეციალისტთან ერთად კარგად შესწავლილი და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მანქანაში მხოლოდ მახარაძე იყო.

ამ ტყუილებს სჯობს აღიარონ დანაშაული. თუ შენ რეალურად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ამ ინსტუტუტის გამოყენება გინდა და უნდობლობა გაქვს სასამართლოსი და შენი ტაქტიკის ნაწილია მსაჯულებთან ასეთი ფორმით მიიტან შენს სიმართლეს და დააჯერებ მათ შენს სიმართლეში, მაშინ ნაფიცებს რატომ არ ირჩევ ყველაზე მძიმე საქმეში? ასე გამოდის მთავარ მიმართულებაში არ აირჩიეს და აირჩიეს იქ, სადაც სანქცია უფრო დაბალია და სადაც პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია

"ექსპერტმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო, თუმცა, ვინაიდან დიდი პერიოდი იყო წყალში მოთავსებული, ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო" - პროკურორი

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა