ავტორი:

"მობილიზებულია 4 639 საწოლი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი პანდემიის მართვაში ახალი კლინიკების ჩართვასა და "ლოკდაუნის" დაწესებაზე

"მობილიზებულია 4 639 საწოლი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი პანდემიის მართვაში ახალი კლინიკების ჩართვასა და "ლოკდაუნის" დაწესებაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მობილიზებულია 4639 ადგილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც კოვიდ პანდემიის მართვაშია ჩართული, არის რესურსი, რომ დამატებით 6616 საწოლის მობილიზაცია მოხდეს.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასევე არსებობს გარკვეული გეგმა, რომ დამატებით 15 საავადმყოფო ჩაერთოს.

„ალბათ, ვაკვირდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მაღალი დაინფიცირების ფონზე, მუდმივად მატულობს გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვიც. დღეის მონაცემებით, 2075 პაციენტი არის კოვიდ ნეგატივი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში დადებითი შემთხვევა გვაქვს 1709. ამ ეტაპზე ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 4209 პაციენტი. მობილიზებულია 4639 ადგილი. იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც ჩართულია კოვიდ პანდემიის მართვაში, ესაა 57 საავადმყოფო, ჩვენ გვაქვს რესურსი, დამატებით მობილიზაცია გავუკეთოთ 6616 საწოლს. ასევე არსებობს გარკვეული გეგმა, რის შედეგადაც შეგვიძლია ჩავრთოთ კიდევ დამატებით 15 საავადმყოფო, შესაბამისად 2 ათასზე მეტი საწოლფონდით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ხალხმრავალი შეკრება თავისუფლების მოედანზე - "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" აქცია ბუბა კიკაბიძემ სიმღერით გახსნა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"

"შეიძლება პროპორციულში 50%-იც გქონდეს, მაგრამ 16 მაჟორიტარულ ოლქს თუ ვერ მოიგებ, მაინც ვერ შექმნი უმრავლესობას" - ყველაფერი ახალ საარჩევნო სისტემაზე