ავტორი:

საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

არჩევნებამდე ერთი დღე რჩება, პოლიტიკური ტემპერატურა კი სულ უფრო მაღლა იწევს. პარტიებმა კამპანია ბოლო დღეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს, თუმცა ვის დაპირებებს დაიჯერებს ამომრჩეველი, ეს 31 ოქტომბერს გამოჩნდება.

როგორც ყველა არჩევნებზე, წელსაც ოპოზიციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკითხვები და აქვს და მის გარკვეულ ქმედებებს აპროტესტებს. მათ შორის არის გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“. რა ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი და რა მოლოდინები აქვთ უშუალოდ არჩევნების დღეს, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების ხელმძღვანელსა და პოლიტიკური საბჭოს წევრს ანა კობახიძეს ვესაუბრეთ:

როგორ შეაფასებდით საარჩევნო გარემოს? რამდენად დაძაბულია ის?

ჩვენყოველკვირეულად არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს შეფასებებსვუგზავნით. განსაკუთრებით ქალაქ თბილისის მერია ცდილობს, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელი შეგვიშალოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი სააგიტაციო მასალის გავრცელების პროცესში ერევა, გვაფერხებს და გვაჯარიმებს. მერიის მიერ ჩვენ მიმართ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობაუკვე100 000 ლარს გადასცდა. რა თქმა უნდა, აღნიშნულს ყველა ეტაპზე და ყველა პროცედურის დაცვით ვასაჩივრებთ, თუმცა ეს სხვა სუბიექტებთან შედარებით ჩვენს არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებასიწვევს.

მაგალითისთვის, ყველა მეტროსადგურთან ვდგამდით კარავს, საიდანაც ვავრცელებდით ჩვენს საინფორმაციო ბუკლეტენებს და ვაგროვებდით ხელმოწერებს, რის გამოც ჯარიმებს გვიწერდნენ, მაშინ როდესაც გვაქვს ფოტომასალა, „ქართული ოცნება“ როგორ დგას ზუსტად მსგავსი კარვით და სააგიტაციო მასალასავრცელებს. ამისათვის მას ჯარიმა კი არა, პირიქით, ნებართვა აქვს მერიიდან გამოწერილი. ასეთი მაგალითები არის პლაკატებთან და ბანერებთან დაკავშირებითაც და სისხლის სამართლის სამი საქმე არის აღძრული ჩვენი სააგიტაციო მასალის, ბანერისა და ოფისის დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე გამოძიება ერთ წერტილშია გაჩერებული.

ასევე, ყველა ის ფაქტი, როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან საჯარო მოხელეების ჩართვა ხდება „ქართული ოცნების“ კამპანიაში, გასაჩივრებული გვაქვს ყველა ოლქში, მაგრამ არცერთი საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს. მიაჩნიათ, რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა, როცა ერთ-ერთი კანდიდატი დადის და ბაღების სააგენტოს დირექტორთან ერთად ბაღის გახსნას ესწრება, მასწავლებლებს ყვავილებს ურიგებს და ა.შ.

უკვე დაწყებულია იძულებისა და დაშინების ფაქტები, როცა საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებზე არ წავლენ და ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ.

საინტერესოა, ენდობით თუ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას?

ცესკო-სადმი ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის იმ დღიდან, როცა არჩევნები გამოცხადდა, რადგან მათ დაიწყეს საარჩევნო ადმინისტრაციის ისეთი დარღვევებით დაკომპლექტება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაპროტესტებთ და თან ალტერნატივასაც ვთავაზობთ. მაგალითისთვის ე.წ ნეიტრალურ წევრებს ისინი „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის დავალებითარჩვენ და შემდეგ ზუსტად იგივე წესით კომპლექტდება საუბნო სარჩევნო კომისიებიც. არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად სამი წევრი ეკუთვნის საარჩევნო კომისიაში, დამატებული ე.წ ნეიტრალური წევრები და ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება.

გარდა ამისა, დადგენილებაში, რომელიც ცესკო-მ მიიღო, სადაც თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის საკითხი იყო წარმოდგენილი, დარღვევები გვხვდება. პირველი დარღვევა - 4 დღით ადრე უწყვეტდნენ ამომრჩევლებს, გადასულიყვნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში და მეორე - უცნობია, თვითიზოლაციაში მყოფი პირები,რომელთაც სახლში მიუტანენგადასატან ყუთს,ასეთი პირები ძირითად სიაში იქნებიან თუ არა გადაყვანილები ანუ ხომ არ მოხდება ისე, რომ ეს პირები სახლშიც მისცემენ ხმას და შემდეგ შეიძლება დაბრუნდნენ უბანშიც და იქაც მისცენ ხმა. ყველაფერი ეს მეტყველებსიმაზე, რომ ადმინისტრაცია ცდილობს, სუს-ისა და „ქართული ოცნების“ დავალებით იმოქმედოს, რაც არის დარღვევა და ნდობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ ამიტომ დგება.

როგორია თქვენი პროგნოზები, თვითონ არჩევნების დღეს რა ვითარება იქნება, როცა მაგალითად, ქვემო ქართლში ვითარება უკვე დაძაბულია?

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე, ამომრჩეველს არ გაუჩნდეს შიში და არ თქვას, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა საშიშია და ამით ხელისუფლებამ არ ისარგებლოს. ყველას უნდა ვუთხრათ, რომ 31 ოტომბერს საარჩევნო უბანზე მისვლა იმაზე უფრო მეტად უსაფრთხოა, ვიდრე მაგალითად, მაღაზიაში შესვლა ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ვფიქრობ, ამ დღეს არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს და მისცეს ხმა ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ იქნება ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ამ მხრივ შექმნილი დაძაბულობაც.ასევე, ტრადიციულად უბნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება იქნება, იმის მიუხედავად, რომ ცვლილებებია კანონში შესული და აგიტაციასთან დაკავშირებით შეზღუდვები არსებობს. ვფიქრობ, რომ თვითონ „ქართული ოცნება“ არ დაიცავს ამ მუხლსა და ნორმებს. აქედან გამომდინარე, რადგან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის ახლა გადამწყვეტი არჩევნებია, შეეცდება, რომ დაძაბულობაც ფონად მისდევდეს ამ დღეს.

რაც შეეხება თქვენს რეიტინგებს, რა მოლოდინი გაქვთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა ამომრჩევლის მხარდაჭერა „სტრატეგია აღმაშენებელს“?

წელს არჩევნებზე იქნება აღმოჩენა ის პროცენტი, რასაც ჩვენ ავიღებთ. ჩვენი ვარაუდი დამყარებულია იმ კვლევებზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება და სადაც ყველაზე მეტი მატება გვაქვს. რამდენიმე კვირის წინ ჩვენს რეიტინგს 100%-იანი მატებაც კი ჰქონდა. საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ვართ ჩართულები, ჩვენ გვყავს ამომრჩეველი, რომელიც ხმას სიახლეს აძლევს, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი შედეგი ამ არჩევნების სურპრიზი იქნება.

„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს