ავტორი:

"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლის გამოც, ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს

"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლის გამოც, ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს

რეალითი შოუების ვარსკვლავი და კარდაშიანების ოჯახის მთავარი წარმომადგენელი, კიმ კარდაშიანი 40 წლის გახდა. მისი დაბადების დღის წვეულება კი ბოლო დღეების განხილვის საგანია არა მხოლოდ ყვითელი პრესისთვის, არამედ ისეთი გამოცემებისთვისაც კი, როგორიც ბრიტანული "გარდიანია.“

საქმე ისაა, რომ კიმმა პანდემიის დროს, მაშინ, როცა ადამიანებს გარეთ გასვლა აკრძალული აქვთ და არაერთი შეზღუდვის პირობებში უწევთ ცხოვრება, კერძო კუნძულზე ხალხმრავალი წვეულება მოაწყო, შემდეგ წვეულების ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას "პრივილეგირებული ცხოვრება“ აქვს.

“40 წლის ვარ და აქამდე ერთი დღეც კი არ ყოფილა, რომ მადლიერი არ ვყოფილიყავი, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ყველას გვახსენდება თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. წელს ჩემი დაბადების დღის გატარების უკეთეს გზას ვერ მოვიფიქრებდი, თუ არა გამეტარებინა ის იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დამეხმარნენ, რომ ვყოფილიყავი ის ქალი, როგორიც დღეს ვარ

კოვიდამდე არ მგონია რომელიმე ჩვენგანს დაეფასებინა, რას ნიშნავს გქონდეს მოგზაურობის ფუფუნება და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უსაფრთხო გარემოში დროის გატარების შესაძლებლობა. ორი კვირის წინ ყველას ვთხოვე, კარანტინში ყოფილიყვნენ და შემდეგ, ჩემი საახლობლო წრე სამოგზაუროდ კერძო კუნძულზე წავიყვანე, სადაც მცირე ხნით ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდით. ვცეკვავდით, ვატარებდით ველოსიპედებს, ვცურავდით, ვუყურებდით ფილმებს სანაპიროზე და ა.შ.

მე ვაცნობიერებ, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ეს ახლა მიუწვდომელია და თავმდაბლურად ვიტყვი, რომ ასეთ მომენტებში მახსენდება, თუ რამდენად პრივილეგირებულია ჩემი ცხოვრება“, - წერს კიმ კარდაშიანი.

როგორც მოსალოდნელი იყო, სოციალურ მედიაში კიმის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. რეალითი შოუების ვარსკვლავს ეგოისტი უწოდეს და ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს.

არ ვიცი, რატომ დაგჭირდება კოვიდი ამის გასააზრებლად, ისედაც ხომ ნათელია, მდიდარი ადამიანები ამ პლანეტაზე არ ცხოვრობთ და არ იცით, რა ხდება თქვენ გარშემო.

იცი, კიმ, აქ ადამიანები კვდებიან, შენი პრივილეგირებული ცხოვრება არ გვაინტერესებს.

შეწყვიტეთ ღარიბი ადამიანების დამცირება.

ჩვენთვის, ღარიბებისთვის, პანდემიამდეც მთელი სამეგობროსა და ნათესავებისთვის კერძო კუნძულზე რამდენიმედღიანი მოგზაურობის მოწყობა შეუძლებელი იყო, კიმ.

მართლა ფიქრობ, რომ ეს თავმდაბლური პოსტია? - წერენ კომენტარებში.