ავტორი:

"მხარს ვუჭერ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას... შესაძლოა, ეს კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს" - ნიკოლ ფაშინიანი

"მხარს ვუჭერ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას... შესაძლოა, ეს კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს" - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსება შესაძლოა, კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

”მე მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს”, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ევროპამ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეაჩეროს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და რუსეთის შუამავლობით მხარეები რამდენჯერმე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, კონფლიქტის ზონაში, ამ დრომდე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ომს ასობით სამხედრო და ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“