ავტორი:

ესპანური კერამოგრანიტის ბრენდი - მხოლოდ მიჰაუსში

ესპანური კერამოგრანიტის ბრენდი - მხოლოდ მიჰაუსში

ინტერიერის რემონტის პროცესში, იქნება ეს სახლი, თუ საოფისე ფართი, სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს კერამო გრანიტის ფილები. ამ მეტად პრაქტიკული მასალის შერჩევისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რაც საბოლოო შედეგზე აისახება. „მიჰაუსში“ მორიგი აქცია ესპანური კომპანია Kerosceramica–ს პროდუქციასაც შეეხო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს 80 ქვეყანაში.

კერამო გრანიტის ფილებზე აქცია „მიჰაუსში“ 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Kerosceramica–ს კერამოგრანიტის ფილები საქართველოში ექსკლუზიურად „მიჰაუსს“ შემოაქვს. ეს არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, რომელშიც 60 000–მდე პროდუქტია წარმოდგენილი.

Keros ceramica არის კერამიკული ფილების მწარმოებელი ესპანური კომპანია, რომელიც აწარმოებს კედლისა და იატაკის კერამიკულ ფილებს, კერამო გრანიტს. Keros ceramica–ს 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ამ ინდუსტრიაში. ის ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ხარისხის და სერვისის განსაკუთრებული სტანდარტის შეთავაზებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით Keros ceramica ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას გვთავაზობს. პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 80 ქვეყანაში.

Keros ceramica ხშირად იღებს ხარისხთან, განვითარებასთან და გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ჯილდოებს. ესპანური კომპანია თავის პროდუქციას UNE-EN-ISO 9001:2001–ის სტანდარტით აწარმოებს, რაც მის ეკოლოგიურობას და უსაფრთხოებას ადასტურებს.

„მიჰაუსში“ Keros ceramica–ს კერამო გრანიტის ფილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, ნებისმიერი გემოვნებისა და დანიშნულებისთვის. ისინი გამოიყენება როგორც კედლების, ისე იატაკის მოსაპირკეთებლად და საკმაოდ პრაქტიკულია მისი შემდგომი მოვლა.

Keros ceramica–ს ფილებით შესაძლებელია როგორც აბაზანისა თუ სამზარეულოს მოპირკეთება, ისე მათი დაგება ოთახების იატაკებზე, აივნებზე და ტერასებზე. ხელოსნები დიდ უპირატესობას ანიჭებენ ამ ბრენდის ფილებს, რადგან ისინი არ არის დეფორმირებული და მარტივია მათი მონტაჟი.

Keros ceramica–ს ფილები „მიჰაუსის“ ონლაინ მაღაზიაშიც შეგიძლიათ შეიძინოთ. აქვეა უმაღლესი ხარისხის ცებო–ცემენტის ნაირსახეობები და სამუშაოების ჩატარების ადგილის შესაბამისად (ინტერიერი, ექსტერიერი) შეარჩევთ მას. ამაში „მიჰაუსის“ კონსულტანტებიც მოგცემენ უტყუარ რჩევებს.

გარდა კონკეტული ბრენდისა, მიჰაუსში კიდევ უამრავი დასახელების, სხვადასხვა მწარმოებლის ფილებია წარმოდგენილი, რომლებზეც, ასევე საუკეთესო შეთავაზებები და ფასდაკლებები მოქმედებს.

NS

"საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით" - ამირან გამყრელიძე

ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა