ავტორი:

როგორ განაწილდება მანდატები პარლამენტში პარტიებს შორის და რას ნიშნავს "ჩამკეტი სისტემა" - საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმულა

როგორ განაწილდება მანდატები პარლამენტში პარტიებს შორის და რას ნიშნავს "ჩამკეტი სისტემა" - საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმულა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. ბლოკებისთვის კი, ბარიერი მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და ბარიერის ნამრავლით არის განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენი პარტიაც არის ბლოკში გაერთიანებული, ბარიერიც იმდენი პროცენტია.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების დადგენის წესს, საარჩევნო კანონმდებლობა ასეთ ფორმულას ითვალისწინებს: - პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა 120-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე იყოფა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და ბლოკებზე განაწილდება.

ამასთან, მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის მოწვევის პარლამენტისთვის პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟას ადგენს. დადგენილია ზღვარი, რომელიც ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას იმ შემთხვევაში გამორიცხავს, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი" - ირაკლი კობახიძე გლდანის დაპირისპირებაზე

15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% იყო - ცესკო ახალ მონაცემებს აქვეყნებს