ავტორი:

"ვფიქრობ არანაკლებ 55%-ის, არამეტი 60%-ის... ამ შუალედში ვიქნებით" - ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა

"ვფიქრობ არანაკლებ 55%-ის, არამეტი 60%-ის... ამ შუალედში ვიქნებით" - ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა ჩიქოვანის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის უახლოეს 4 წელს. მე ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას, ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას და ადამიანის უფლებების დაცვას" - აღნიშნა ივანიშვილმა

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით, დაახლოებით 100 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

"ჩვენ მუდამ კველევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს -მინუს ორი მანდატი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

"მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ჯიკაობას...ახალგაზრდობა უნდა იჯდეს, იმეცადინოს" - ელისო ბოლქვაძე 20 ივნისის მოვლენებზე

"ვაფრთხილებ საქართველოს პოლიციას და მათ მინისტრს, თუ ახალგაზრდებზე იძალადებთ, კომბლებს ჩაგცხებთ" - ჯელალ ქიქავა

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური იყო - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი