პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. მან ხმა თბილისში, 42-ე საარჩევნო უბანზე მისცემა. იმის გამო, რომ ადგილზე ამომრჩევლების დიდი ნაწილი იმყოფება, გიორგი გახარიას რიგში დგომა მოუწია.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხმა მისცა დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ ქვეყანას.
"ხმა მივეცით ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს და ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. ხმა მივეცით მომავალს" - წერს პრემიერი "ფეისბუქზე" და საარჩევნო უბანზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

