ავტორი:

როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მონაცემებით - ცესკოს ინფორმაცია

როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მონაცემებით - ცესკოს ინფორმაცია

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33 % შეადგინა.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%,- განაცხადა მიქელაძემ.

გლდანში ვითარება კვლავ დაიძაბა - შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც (LIVE)

"სოფელში გარეგანათების სისტემა კეთდება და აქ ვარ... არ ვიცი, რა სუფრა გაშალეს" - გორის მერიის წარმომადგენელი ოპოზიციის ინფორმაციაზე

დაპირისპირება გლდანის საარჩევნო უბანთან - დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა