ავტორი:

"მეც იარაღით გადავაადგილდები - ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით" - კახა ოქრიაშვილი

"მეც იარაღით გადავაადგილდები - ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით" - კახა ოქრიაშვილი

დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია. მეც იარაღით გადავაადგილდები, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი იარაღით.

ამასთან, ოქრიაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს.

"ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით", - აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო, სავარაუდოდ, გადაიღეს ბოლნისის რაიონის, სოფელი ტალავერში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, თუმცა შაშკინი ამას უარყოფს.

მხედრები, ლიმუზინი, ორკესტრი - თურქეთში ღარიბაშვილის დახვედრის პომპეზური ცერემონიის ამსახველი კადრები

საქართველოში დღეს ამერიკელი სენატორები ჩამოვლენ

"მაქვს ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს - "ოცნებაში" ერთი წიოკია" - კახა ოქრიაშვილი