ავტორი:

კელი დეგნანი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერებმა პატივი სცენ არჩევნებზე მომუშავე პირების შრომას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები"

კელი დეგნანი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტიის მხარდამჭერებმა პატივი სცენ არჩევნებზე მომუშავე პირების შრომას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები"

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები“,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც ელჩი დეგნანი აცხადებს, საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ.

„დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”,- განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუერთდნენ, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.

ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში.

ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 45.77% შეადგინა

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი" - ირაკლი კობახიძე გლდანის დაპირისპირებაზე