ავტორი:

რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ და გამარჯვებას აღნიშნავენ

რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ და გამარჯვებას აღნიშნავენ

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები საავტომობილო კოლონებით რუსთაველის გამზირზე ხმოვანი სიგნალებითა და პარტიული დროშებით გადაადგილდებიან.

მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები გამარჯვებას აღნიშნავენ.

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული.

არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იყო საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

"24 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემით, პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები" - ირაკლი კობახიძე

"რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა" - კობახიძის პასუხი მელიას განცხადებაზე

"მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას" - ნიკა მელია