ორი მაღაროელი ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან დამწვრობის ცენტრში დღეს გადაიყვანეს. ყველა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
აფეთქება ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.