ავტორი:

"პანდემია მძვინვარებს, კლინიკები გადატენილია, არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი რესურსი..." - ექიმი ზურაბ გურული ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს

"პანდემია მძვინვარებს, კლინიკები გადატენილია, არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი რესურსი..." - ექიმი ზურაბ გურული ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალური ქსელით ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართავს:

"ოპოზიციის პატივცემულო ლიდერებო, ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ხალხი არის დაღლილი, მშიერი და ავად. კლინიკები გადატენილია. არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი ადამიანური რესურსი. ნუ მისცემთ ე.წ. მთავრობას პანდემიის მართვის ფიასკოს თქვენზე გადმობრალების საშუალებას. პიკი რამდენიმე კვირაში ისედაც დადგება და ეს დაბრალდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობას. მთავრობამ უკვე დააყენა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის წინაშე და ერთადერთ გამოსავლად კომენდანტის საათის შემოღება დარჩა. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პასუხისმგებლიანნი და მზრუნველნი. ვიმოქმედოთ ფრთხილად!

შეიკრიბეთ და გააფორმეთ მემორანდუმი, რომ ეს "არჩევნები" იყო არალეგიტიმური, მიმართეთ მსოფლიო თანამეგობრობას და გამოაცხადეთ ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, მრავალპარტიული კონსენსუსით შექმნილი საარჩევნო კომისია. ნუ დაუჯდებით სასაუბროდ გაკოტრებულ, ე.წ. მთავრობას! მათ უკვე დაკარგეს ხალხის სახელით საუბრის უფლება. ნუ მოუსმენთ ნურცერთ უცხოელ დიპლომატს, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების აღიარებას და თქვენი პოზიციის დათმობას მოგთხოვენ. თქვენ პასუხისმგებლები ხართ საკუთარი ამომრჩევლების, საკუთარი სამშობლოსა და სინდისის წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკოსის ან უცხოეთის რომელიმე ქვეყნის.

გაუფრთხილდით თქვენს თანამემამულეებს. უაზროდ ნუ გაიმეტებთ მათ ჯანმრთელობას. თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, რომ სამუდამოდ, ღირსეულად შეხვიდეთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში. ნუ დათმობთ ამას რაიმე მერკანტილურ საფასურად. გვიგულეთ თქვენს გვერდით. მოთმინებით, სიმშვიდითა და გონიერებით ჩვენ გავიმარჯვებთ".

ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"

"რა უქენი ბაღანას?.. ახლა უფრო ნათელია მსგავსება" - ნიკა მელიას ვაჟი მამის ასლია

"ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე..." - დღის ფოტო ბუკნარიდან, სადაც მოდავე მხარეებს შორის შეთანხმება შედგა