ავტორი:

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, დასავლურ მედიასთან ერთად, აქტიურად ადევნებს თვალყურს რუსული მედიაც. არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან ასევე რუსეთის მოქალაქეები.

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იგებს, ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება" - წერს dw.com/ru, რომლის ცნობითაც, "ქართულმა ოცნებამ" აიღო ხმათა უმრავლესობა - 48%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 27%-ზე მცირედით მეტი.

"დაუჭერს თუ არა მხარს ხელისუფლებას მოსახლეობის უმრავლესობა, პანდემიის ფონზე ჩატარებულ არჩევნებში, ეს რამდენიმე დღეში და რამდენიმე ოლქში განმეორებით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით გაირკვევა. ისევე, როგორც ის, გაიზრდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გავლენები ახალ ქართულ პარლამენტში", - წერს იგივე გამოცემა.

rbc.ru-ს ცნობით, ქართული ცესკო გამარჯვებულად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მეორე ადგილზეა - "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები ცალსახად გაყალბდა.

actualcomment.ru-ს მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალურ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს არც ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებდა, ის უფრო კონცენტირებული იყო 2024 წლის არჩევნებზე. თუმცა, არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტიის ალტერნატიული ძალა კვლავ "ნაციონალური მოძრაობაა", დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი მის გარშემო ერთიანდებიან".

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგი" - ასე აფასებს 31 ოქტომბრის შემდეგ საქართელოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი რუსული ინტერნეტ-გამოცემა ria.ru რია.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ინტერნეტით ეხმაურებიან რუსებიც. მათი ნაწილის თქმით, ისეთივე გაურკვევლობაში არიან, როგორც საქართველოს მოსახლეობა, რადგან ვერ გაარკვიეს, ვინ იგებს.

"თუ ივანიშვილმა გაიმარჯვა, სააკაშვილი რატომ ულოცავდა გამარჯვებას თავის მომხრეებს?! მიბაძეთ რა, რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია სულ ერთი და იგივიე ძალა იგებს და აღარც ახალი რამის მოლოდინია და არც გაურკვევლობაში ვართ", - წერს ოლეგ სოლოვინი.

"დღეს მოლდავეთშიც არჩევნებია, იმედია, დოდონი, გაიმარჯვებ, თორემ ვლადიმირ პუტინს ორი "პარადის" ყურება ერთდროულად მოუწევს", - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი ფსევდონიმით "ალექსანდრ მიჟებრატევი".

"აშკარად ორივე მხრეს აქვს საქმე სასპეკულაციოდ, რადგან მცირედი განსხავავებაა. 8 წლის შემდეგ, ასეთი დაბალი, არადამაჯერებელი რეიტინგი "ქართული ოცნების" სისუსტის გამოვლინებაა, თუ "ნაციონალების" კავშირებისა და კოჰატიბაციის? თუ "ოცნებას" ეს გამარჯვება შერჩა, აშკარად უნდა დაფიქრდეს, რას გააკეთებს 2024 წლისთვის, რო პირმწინდად არ წააგოს?!", - წერს ლუდმილა კუზმინა.

"აშკარად წინსვლა აქვს ქართულ საზოგადოებას დემოკრატიაში, რადგან ისეთი გუნდები ხვდებიან პარლამენტში, ვისაც პოლიტიკაში მოსვლისთვის და შემდეგაც, საარჩევნო კამპანიაში ფული არ დაუხარჯავს. ეს კი კავკასიაში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ნონსენსია. ახლა მთავარია, იქ დაწყებული პროცესიც ბელორუსში მიმდინარეს არ დაემსგავსოს, სადაც აქციები უსასრულოდ გაიწელა", - წერს "ირინა ტვენი".

საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია

დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ - "არჩევნების დასრულებამდე შორია"

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა