ავტორი:

Glovo-და Visa ლოიალურ მომხმარებლებს კიდევ ერთ, გრანდიოზულ აქციას სთავაზობენ

Glovo-და Visa ლოიალურ მომხმარებლებს კიდევ ერთ, გრანდიოზულ აქციას სთავაზობენ

თბილისი, ნოემბერი: Glovo და Visa კიდევ ერთ კოლაბორაციას სთავაზობს მომხმარებლებს. შეუკვეთე კვირაში 3-ჯერ Glovo-ზე, გადაიხადე Visa ბარათით და დაიბრუნე ყოველკვირეულად 10 ლარი Glovo-ს ანგარიშზე. შეთავაზება აქტიურია 2 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

აქციაში მონაწილების მიღება შეუძლია Visa ბარათის ყველა მომხმარებელს. მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ ერთმა მომხმარებელმა 1 სრულ კვირაში, ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, განათავსოს Glovo-ს ფლატფორმაზე (აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე www.glovoapp.com) შეკვეთა 3-ჯერ და გადახდის მეთოდში აირჩიოს Visa ბარათი.

ყოველ მომდევნო ორშაბათს მომხმარებელები დასაჩუქრდებიან Glovo-ს 10 ლარიანი ვაუჩერით, რომლის განაღდება შესაძლებია ვაუჩერის გააქტიურების შემდგომ. ერთ მომხმარებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აქციაში ყოველ კვირას.

აქცია ვრცელდება Glovo-ს ყველა კატეგორიაზე: საკვები, სურსათი, აფთიაქი, მაღაზიები, ექსპრეს ამანათი და “რაც გინდა” კატეგორიებზე. აქცია ასევე ვრცელდება Glovo Prime-ს გამომწერებზე. დამატებითი პირობებს გაეცანი აქ - https://bit.ly/382iHh3

Glovo-სა და Visa-ს კოლაბორაცია სიახლეს არ წარმოადგენს - COVID-19 პანდემიის დასაწყისში, კომპანიები ერთად დაეხმარნენ კათარზისის ბენეფიციარებს 400-ზე მეტი ხანდაზმული უზრუნველვყავით 8000-ზე მეტი შეკვეთით. მოგვიანებით კომპანიები ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. გასულ თვეში კი, მიტანის სერვისის ანაზღაურება შესთავაზეს ერთგულ მომხმარებლებს.

მიტანის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორი წელია საქართველოში ოპერირებს. Glovo-ს მეშვეობით, 24 საათის მანძილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვებისა თუ სხვადასხვა ნივთების შეკვეთის მომსახურებით. Glovo-თი სარგებლობა ამჟამად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციით სარგებლობა ყველა ქალაქშია შესაძლებელი.

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ,აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლებიდროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com

R

დაზოგვის მსოფლიო დღე - ისწავლე დაზოგვა Hotsale.ge-სთან ერთად

„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს