ავტორი:

"თუ შემთხვევებმა მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არჩევნების შემდგომ მიტინგებთან" - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

"თუ შემთხვევებმა მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არჩევნების შემდგომ მიტინგებთან" - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

მიუხედავად პოლიტიკური პერიპეტიებისა, "კოვიდ 19"-ის თემა მაინც არ კარგავს აქტუალობას. როგორია დღევანდელი კოვიდსიტუაცია? - ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ ქვეყნის მთავარ ინფექციონისტთან, თენგიზ ცერცვაძესთან ჩაწერა:

- დღევანდელი კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა როგორც ჩვენთან, ისე მთელ მსოფლიოში - ეს უსათუოდ უნდა აღვნიშნოთ, რადგან ზოგიერთი ხედავს ან ცდილობს დაინახოს, რომ შემთხვევები იმატებს ჩვენს ქვეყანაში და არ ამჩნევენ, რა ხდება მსოფლიოში, არადა, შემთხვევები იმატებს ყველგან, განსაკუთრებით - ევროპასა და ამერიკაში, თუმცა აზიაშიც, მაგალითად, ინდოეთში მატების ტემპი გაიზარდა. 30 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფექციის დაახლოებით 546 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდია. მეორე ტალღა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ, დადგა ყველგან და, სამწუხაროდ, საქართველოშიც.

- როგორ უნდა შევაფასოთ ეს სიტუაცია?

- შემთხვევების მატება მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო. შეიძლება ასეთი მასშტაბით არა, მაგრამ ამას ყველა ელოდა, რადგან ჩვენთან 21 მარტიდან 22 მაისამდე იყო ე.წ. ლოკდაუნი, კარანტინი, ამის შემდეგ კი, ფაქტობრივად, შეზღუდვები აღარ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წერტილოვან ღონისძიებას ბოლნისში, მარნეულში, ზემო სვანეთში, სამეგრელოში, ლენტეხში, ქობულეთში. იყო ზაფხული, შიდა ტურიზმის პერიოდი, გაიზარდა მობილობა, რასაც ასეთი მატება მოჰყვა.

ნეგატიური როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ რადგან გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ეპიდემიოლოგებმა ეპიდემიის შეკავება მოახერხეს, მოსახლეობამ ნაადრევად დაიჯერა, რომ შეიძლებოდა ასე გაგრძელებულიყო და ჩვენ ოაზისად დავრჩენილიყავით. ასე არ მოხდა.ბოლო დღეებში შემთხვევათა რაოდენობამ ცოტა იკლო, მაგრამ ეპიდემიოლოგების განცხადებით, ნოემბრის განმავლობაში კვლავ მატებაა მოსალოდნელი. თუ მაინც შევადარებთ საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისა თუ ევროპა-ამერიკის მდგომარეობას, დავინახავთ, რომ სურათი იქ გაცილებით უარესია. ფაქტობრივად, საქართველო მაინც იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით უკეთესია.

ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ მთავარი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას, არის არა შემთხვევების, რაც, ცხადია, საყურადღებოა, არამედ გარდაცვლილთა რაოდენობა. პანდემია იმიტომ არის საშიში, რომ დაკავშირებულია გარდაცვალების რისკთან. ამ მხრივ საქართველო ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის ულაპარაკოდ ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა აქვს. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 0,76%-ია.

- ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, რომ მას უკვე უჭირს სიტუაციასთან გამკლავება, აღარ ჰყოფნით პერსონალი, არც ზაფხული გამოიყენეს, რადგან პირველი ტალღის დროს მიღწეული შედეგების შედეგად ხიბლში ჩაცვივდნენ...

- გაზაფხული-ზაფხული, რა თქმა უნდა, ქვეყანამ გამოიყენა. სხვა საქმეა, რომ შეიძლებოდა უკეთ გამოეყენებინა. შესაძლოა, 100%-ით ვერ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ქვეყანამ, და მათ შორის ჯანდაცვის სისტემამ ეს პერიოდი გამოიყენა კლინიკური სექტორის გაუმჯობესებისთვის, რაც გულისხმობს საწოლების მატებას, ოჯახის ექიმების ფართო ქსელის ჩართვას კოვიდთან ბრძოლაში, კოვიდკლინიკების გაფართოებას, სასწრაფო დახმარების სამსახურის გაძლიერებას, ექიმებისა და საშუალო სამედიცინო ქსელის მომზადებას. რომ არაფერი გაკეთებულიყო, ავადმყოფთა ასეთ გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუმკლავდებოდა.

და რით გამოიხატება, რომ უმკლავდება? იმით, რომ "სასწრაფოს""დაგვიანების მიუხედავად, არც ერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმის მეთვალყურეობისა და სამედიცინო სერვისის გარეშე. ის, ვისაც აქვს დაავადების მძიმე ფორმა, ან კრიტიკულად მძიმე ავადმყოფია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჰოსპიტალიზებულია, ხოლო მას, ვინც ექიმის გადაწყვეტილებით, რჩება სახლში ან კოვიდსასტუმროში, პროფესიონალები უწევენ კონსულტაციებს. კოვიდსასტუმროები ახალი მიდგომაა. როდესაც პაციენტისთვის არ არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ არც სახლში დარჩენის საშუალებაა, რადგან მას არ აქვს თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობები, სახელმწიფო მათ ათავსებს ე.წ. კოვიდსასტუმროებში.

სიმართლეა, რომ სამედიცინო მომსახურებაში გვაქვს ხარვეზები - ზოგჯერ მართლაც იგვიანებს "სასწრაფოც" და ტესტის პასუხიც, ჭირს ოჯახის ექიმთან დაკავშირება, ხანდახან დროულად ვერ ხერხდება ჰოსპიტალიზაცია და პაციენტს უწევს მოცდა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ - ერთი დღე-ღამე და ეს ყველაფერი იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

დიახ, ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - გაცილებით რთული მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. კოვიდთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ გერმანიაშიც კი მილიონ მოსახლეზე გარდაცვალება 3%-ით მეტია, ვიდრე საქართველოში. ინგლისში 44 ათასი გარდაცვლილია, ჩვენთან - 285. კი ბატონო, ინგლისი ჩვენზე დიდია, მაგრამ მილიონ მოსახლეზე ჰყავს 676 გარდაცვლილი, ჩვენ მილიონზე გვყავს 71 გარდაცვლილი ანუ 9-ჯერ ნაკლები. ინგლისში 4 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა საკუთარ სახლებსა და საერთო საცხოვრებლებში. წარმოიდგინეთ, 4 ათასი კაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ მოახერხა ასეთმა ქვეყანამ! შვეიცარიაში მოხუცთა თავშესაფრებს ოფიციალურად ჰქონდათ ინსტრუქცია, 65 წელზე უფროსი ავადმყოფები არ წაეყვანათ საავადმყოფოში, რადგან იქ მათთვის ადგილი არ იყო. ასე რომ, ის ხარვეზები, რომლებიც თავს იჩენს კოვიდავადმყოფების მოვლაში, ჩასაფრებული ადამიანებისთვის კრიტიკის მასალაა და მეტი არაფერი...წაიკითხეთ სრულად

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება - რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ წესს დაარღვევთ?

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა - "ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდა, უეცრად გაუჩერდა ფეხი"