ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვალების 20 შემთხვევიდან 7 თბილისში დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ავარია გურჯაანში - ავტომობილი მოპედით მოსიარულე 12 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა - რა ვიცით მათ შესახებ?

კორონავირუსით გარდაცვლილი 60 წლის ქალი ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი