ავტორი:

კადიროვის გარემოცვის წევრები ქსენია სობჩაკს ემუქრებიან  - რატომ დაუპირისპირდა ჩეჩნეთის მმართველი ცნობილ ჟურნალისტს

კადიროვის გარემოცვის წევრები ქსენია სობჩაკს ემუქრებიან  - რატომ დაუპირისპირდა ჩეჩნეთის მმართველი ცნობილ ჟურნალისტს

ბოლო პერიოდში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის გაკეთებულმა განცხადებებმა და ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწესთან, ქსენია სობჩაკთან სოციალურ ქსელებში გამართულმა კამათმა, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს შეეხებოდა, როგორც ამბობენ, კადიროვს იმიჯი საკმაოდ შეულახა.

როგორც ცნობილია, 27 ოქტომბერს ქსენია სობჩაკმა რამზან კადიროვთან სიტყვის თავისუფლების რაობაზე პოლემიკა წამოიწყო. ამ პოლემიკაში სობჩაკმა კადიროვი დაადანაშაულა, რომ მას "შუასაუკუნეების აღქმა აქვს" იმაზე, თუ რას ნიშნავს "ღირებულებების შეურაცხყოფა".

  • გმირი პრეზიდენტი

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის გამო, რომელიც ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ ჩაიდინა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ის ადამიანები, ვინც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და გაემიჯნა "მუსლიმანურ ექსტრემიზმს". მაკრონის განცხადებით, "საფრანგეთი უარს არ იტყვის მსგავსი კარიკატურების გამოქვეყნებაზე". რამზან კადიროვმა კი საფრანგეთის პრეზიდენტი "ექსტრემისტული იდეების გავრცელებაში" დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ქსენია სობჩაკმა პრეზიდენტი მაკრონი საკუთარ გმირად გამოაცხადა, რასაც სოციალურ ქსელში სობჩაკისა და მისი გუნდის მისამართით უამრავი მუქარა მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი მუქარის ავტორი წერდა:

"ქსენია სობჩაკს სამუელ პატის ბედი ეწევა, თუ ის იმ პუბლიკაციას არ გააუქმებს, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ გამოაქვეყნა".

"მოქალაქეთა დახმარების" კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა განუშკინამ ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ მუქარები, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ქსენია სობჩაკის მიმართ ვრცელდება, ძალიან დამაზიანებელია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელისთვის და იგი აუცილებალდ უნდა გაემიჯნოს ასეთ განცხადებებსა და ადამიანებს". გააგრძელეთ სტატიის კითხვა