ავტორი:

რატომ არის შეფუთვა პროდუქტის რეკლამირების მთავარი გასაღები?

რატომ არის შეფუთვა პროდუქტის რეკლამირების მთავარი გასაღები?

შეიძლება, ვერ ვაანალიზებდეთ, მაგრამ ჩვენ, როგორც მომხმარებლები პროდუქტის შეძენის შესახებ გადაწყვეტილებას 5-7 წამში ვიღებთ. სუპერმარკეტში განთავსებული ათასობით დასახელების პროდუქტიდან თქვენი ყურადღება იმ კონკრეტულმა რომ მიიქციოს, რომელსაც შემდეგ შეიძენთ, ამაზე თავდაპირველად, შეფუთვა ზრუნავს.

შეფუთვა პროდუქტის იმიჯის ფორმირებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. შეიძლება, მწარმოებელს სწორედ შეფუთვის გამოც ვენდოთ, რადგან მისი ვიზუალი ხარისხზე მეტყველებდეს.

გარდა ამისა, დიდი და ცნობილი კომპანიები სწორედ შეფუთვის დიზაინს იყენებენ იმისათვის, რომ მაღაზიაში შესულმა მყიდველმა სხვა უცნობ პროდუქციას შორის სწორედ ისინი გამოარჩიოს. სწორედ ამიტომ, დიდი ბრენდები შეფუთვის დიზაინს წლობით არ ცვლიან. მაგალითად, ასეთია „ქინდერი“, რომელსაც ათასობით დასახელების შოკოლადს შორის მომხმარებელთა უმეტესობა წამიერად ამოიცნობს. აღნიშნული შეფუთვის შექმნიდან 18 წელი გავიდა, ბიჭი გაიზარდა, თუმცა როგორც კევინ მაკკალისტერის მსგავსად, ისევ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბავშვად რჩება.

შეფუთვებს დიდ ყურადღებას უთმობენ ქართული კომპანიებიც და მომხმარებელს ყოველწლიურად ახალ, კრეატიულ ვიზუალს სთავაზობენ. მათ შორის გამორჩეულია ნაყინის ფოტოები, რომელთა შეფუთვაც საქართველოში „კოლორ ჯგუფმა“ დაამზადა.

როგორც თავად აღნიშნავენ, ბოლო წლებია, კომპანიები შეფუთვასა და მის დიზაინს იმდენად დიდ ყურადღებას აქცევენ, სულ უფრო კრეატიული და საინტერესო ნამუშევრები იქმნება.

მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მსგავსად, ადგილობრივი ბიზნესებიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ ახალ ტექნოლოგიებს ნერგავენ. დღეს, როგორც არასდროს დისტანციის დაცვა უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ნორმა გახდა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაშიც ეხმარება. როგორც „კოლორ ჯგუფში“ განმარტავენ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, დაენერგათ ახალი „სოფტი“, რომლის მეშვეობითაც საექსპერტო დიზაინების პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისა და ადგილობრივ დამკვეთებთან დისტანციურად კომუნიკაციის საშუალებას მისცემდათ.

.ახალი „სოფტის“ მეშვეობით, თავად დამკვეთებს შეუძლიათ, ეტიკეტის დიზაინში შესწორებები შეიტანონ და „კოლორ ჯგუფის“ დიზაინერებს უჩვენონ, რის შეცვლას ან შენარჩუნებას ისურვებდნენ.ამგვარი სისტემა საშუალებას მოგვცემს, როგორც ჩვენს უცხოელ, ისე ქართველ დამკვეთებთან უფრო ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ, დრო დავზოგოთ და სწრაფად დაეფექტურად ვიმუშაოთ. ამ „სოფტით“ ვაპირებთ საექსპორტო დიზაინების კეთების პროცესის გამარტივებას. ვფიქრობთ, ეს ტექნოლოგია ადგილობრივ ბაზარზე დისტანციურად მუშაობის აუცილებლობის გამო და კოვიდის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ „სოფტის“ გამოყენებით პირველ დამკვეთებთან უკვე ვმუშაობთ“, - აღნიშნა „კოლორ ჯგუფის“ დიზაინის გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი იველაშვილმა.

„კოლორ ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ მათი დაკვირვებით, შეფუთვას გაყიდვების 30%-ით ზრდა შეუძლია. ამასთან, სოციალურ მედიაში - იქნება ეს Instagram-ი თუ Pinterest-ი მას მომხმარებელზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის). აღნიშნული უკუკავშირი იზრდება დღესასწაულების პერიოდში, როცა ყველა პროდუქტის პრომოციაზე კომპანია განსაკუთრებით ზრუნავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროდუქტის შეფუთვის დიზაინი მოთხოვნებს და მყიდველის გემოვნებას მორგებული იყოს.

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება - რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ წესს დაარღვევთ?

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა - "ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდა, უეცრად გაუჩერდა ფეხი"