ავტორი:

"სალომეს ძმები ხმამაღლა ტიროდნენ... ამბობენ, პოლიციელი მოგვიანებით თავად ჩაბარდაო" - რას ჰყვებიან გურჯაანში ავარიაზე, რომელმაც მამაოს შვილი იმსხვერპლა

"სალომეს ძმები ხმამაღლა ტიროდნენ... ამბობენ, პოლიციელი მოგვიანებით თავად ჩაბარდაო" - რას ჰყვებიან გურჯაანში ავარიაზე, რომელმაც მამაოს შვილი იმსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის სალომე მთვარელიშვილი ემსხვერპლა, ხოლო მისი არასრულწლოვანი და მძიმედ დაშავდა და ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც დები მოპედით სეირნობდნენ. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც, პროკურატურის მტკიცებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. მართავდა.

სამართალდამცავი დაკავებულია. გარდაცვლილი გოგონა გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, გრიგოლ მთვარელიშვილის შვილია.

როგორც ოჯახის ახლობელი, უჩა ქემაშვილი, AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, დაკავებული სამართალდამცავი, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"უდიდესი ტრაგედია ტრიალებს მთელ სოფელში. მის ძმებს რომ ვუყურებდი გული მეფუფქებოდა, ისეთი გამწარებით და ხმამაღლა ტიროდნენ. მამა გრიგოლი ისეთი ყურადღებიანი და თბილია ყველას მიმართ, ყველას იმედია, ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, გოგოები სეირნობდნენ სახლთან ახლოს, საავტომობილო გზაზე.

პირველმა ავტომობილმა მათ გვერდი აუარა, ხოლო ეს სამართალდამცავი შეეჯახა პირდაპირ. როგორც ამბობენ, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. არც კი გაუჩერებია ავტომობილი თურმე, გაქცეულა მაშინვე. ადგილობრივებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სალომე ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ, მისი და კი თბილისში გადაიყვანეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ამბობენ, პოლიციელი მოგვიანებით თავად ჩაბარდაო" - ამბობს უჩა ქემაშვილი.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

"შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი..." - როდიდან იქნება "რემდესივირი" ხელმისაწვდომი და ვის დაენიშნება პრეპარატი?

ბარბარობას ახდენილი ყველაზე დიდი ნატვრა - ლატარიაში მოგებული ფულით უბინაო სამი შვილის დედა ბინას შეიძენს

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი