ავტორი:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო" - კობახიძე

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო" - კობახიძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოეხმაურა. ის განმარტავს, თუ რატომაა ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობა.

„ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ესაა, რაც ხდება ჩვენს შტაბებში“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა განმარტებას აკეთებს ცესკო?

"მე ხალხის სამსახურში მინდოდა ყოფნა, ივანიშვილის სამსახურში კი არა" - თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლებას არ აძლევენ

ალეკო ელისაშვილი: "ვინც პატიოსნად, უფულოდ, ალალად, კაცურად ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მათი ხმა" - საბურთალოს საოლქო კომისიასთან ისევ ხმაურია