ავტორი:

"პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, რათა ერთმანეთს ინფექცია არ გადავდოთ" - ამირან გამყრელიძე

"პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, რათა ერთმანეთს ინფექცია არ გადავდოთ" - ამირან გამყრელიძე

პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, რათა ინფექცია ერთმანეთს არ გადავდოთ, - ამის თაობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხუთი პრევენციული ღონისძიებიდან ერთ-ერთი სწორედ დიდი თავშეყრებისგან თავის არიდებაა

„ნებისმიერი თავშეყრა, იქნება ეს ქორწილი, სხვა სარიტუალო სუფრა თუ იქნება მიტინგი, არის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი. ვირუსისაგან აბსოლუტური დაცვა არ არსებობს. როდესაც ნიღბით დაცვაზე ვსაუბრობთ, არასდროს 100%-იან დაცვაზე არ არის საუბარი. არც ერი ტესტი 100%-იანი ტესტი არ არის - მედიცინაში არაფერია 100%-იანი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საღამოს საათებში გადაადგილებაზე შესაძლოა, შეზღუდვა დაწესდეს- მაია ცქიტიშვილის განცხადება

თქვენი აზრით, გაყალბდა თუ არა არჩევნები? - ambebi.ge-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა. მიიღეთ მასში მონაწილეობა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა