ავტორი:

"ჩვენც გვერჩივნა, რომ "ნაცმოძრაობას" ამდენი არ აეღო, ისეთი კონფიგურაციაა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ამ შედეგის ტყვეები არიან" - ფინანსთა მინისტრი

"ჩვენც გვერჩივნა, რომ "ნაცმოძრაობას" ამდენი არ აეღო, ისეთი კონფიგურაციაა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ამ შედეგის ტყვეები არიან" - ფინანსთა მინისტრი

პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და რეალურ სურათს ასახავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები ამ სიტუაციის ტყვეებად არ დარჩნენ, რადგან ეს შესაძლოა ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, მათ შორის ეპიდემიოლოგიურადაც.

„პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული. ის რომ ამ შედეგის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ძვირი ჯდება, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე ეპიდემიოლოგიურადაც. სამწუხარო რეალობაა, რომ ისეთი შედეგი დადგა, რომელსაც არც ოპოზიციის დიდი ნაწილი და არ დაგიმალავთ, არც ჩვენ არ ველოდით. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დაბალი მაჩვენებელი აიღო. არ გეგონოთ, რომ ვინმე ბედნიერია ამ შედეგით. ჩვენც გვერჩივნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენი არ აეღო და აეღო სხვა პარტიას. ისეთი კონფიგურაციაა, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ შედეგის ტყვეები არიან“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

"იმედგაცრუებული ვართ..." - საქართველოში აშშ-ის საელჩო ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებას ავრცელებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"