ავტორი:

"ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს, ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია" - ელისაშვილი

"ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს, ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია" - ელისაშვილი

ერთი გამოთქმაა, ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთო, კალაძე ამას ადასტურებს. ყველა თავისნაირი ბრიყვი ჰგონია, - ასე გამოეხმაურა "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არჩევნების გაყალბება არ მომხდარა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, ყველა ხმა თავიდან უნდა დაითვალონ.

"3 800 უბანია საქართველოში, 12 უბანზე რომ გადათვალეს, აბა 3 800 და 12 გვერდიგვერდ დაწეროს, თუ იცის როგორ იწერება, მარტო ფულის კეთება რომ იცის. აქ, საოლქოში მოყრილი არიან მუქთახორები, რომლებიც იპარავენ ხმებს, საბურთალოელებს პირობა მივეცი, რომ თითოეულ ხმას კბილებით დავიცავდი. ასე თუ ჩატარდა არჩევნები, მეორე ტურს რა აზრი აქვს, ბრიყვები ხომ არ ვართ? ყველა ხმა თავიდან გადავთვალოთ, ხარვეზები გავასწოროთ, ცესკოდან ის მამაძაღლები გამოვყაროთ და მეორე ტურში სერგეენკო კი არა, თუ უნდათ, ბაში-აჩუკი წამოაყენონ, იმას გავუმკლავდები. თამარ ჟვანია დეგრადირებული, სამარცხვინო ადამიანია, რომელმაც მოგვპარა ხმები, გააყალბა არჩევნები, დღესაც ამით არის დაკავებული, ძალიან ვნანობ, რომ ვმეგობრობდი და მიმაჩნდა, რომ კვალიფიციური იყო საარჩევნო საკითხებში", - განაცხადა ელისაშვილმა.

მან მხარდამჭერებს კვირას, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"პატიოსანი არჩევნები თუ გვინდა, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება თუ გვინდა, ნორმალური ქვეყნის მთავარი მექანიზმი არის არჩევნები, კვირას, 15:00 საათზე უნდა გამოვიდეთ. აქ რომ ფუთფუთებდნენ ყაჩაღები და რომ ეგონათ მაგარი ტიპები იყვნენ და ჯოკერის კარტივით თვლიდნენ ჩემ და სხვების ხმებს. თუ ვინმეს უნდა ფადიშაჰ ივანიშვილის ხელისუფლებაში იცხოვროს, სადაც დინასტიურ მმართველობას მივიღებთ, ბიძინა რომ დაიღლება, მერე ბერა იქნება, ის დაიღლება, მისი შვილი იქნება. თუ ვინმეს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს! მე არ მინდა! ერთი ომახიანად დავიძახოთ, რომ დაგვინახონ, აქ მონობას არავინ ეგუება",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო

"ტიბეტელი ბერების წესია: თუ რაღაცას გიჩიჩინებენ და თავში არ შეგდის, დიდ ფიცარს გირტყამენ - ქართულად უფრო მარტივია: ცივი წყალი უნდა გადაასხა, რომ გამოცოცხლდეს" - რომან გოცირიძე

"მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იძახის, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა" - გიგი უგულავა