ავტორი:

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.

კობახიძის გამოკითხვა სავარაუდოდ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებოდა.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბებული იყო ყოფილი ძალოვნების ჯგუფები.

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება

"ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირებზე, ჰეროინის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს