ავტორი:

"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი

"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი

ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოპოზიციასთან შეთანხმება ცივილური ფორმებით არის შესაძლებელი. მინისტრი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს პირადი ინტერესები ბოროტად არ გამოიყენონ.

„ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები. არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში. ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც ტიკარაძე აცხადებს, ინფიცირების მაჩვენებელმა 1.79-დან 1.26-მდე დაიკლო და ეს კოეფიციენტი დასტაბილურდა.

„აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მოვუწოდებთ, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომელიც მოწოდებულია... ოქტომბერში, სანამ ჩვენ არ გვყავდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, რომელსაც დღეს ვაანონსებთ, ჩვენი ინფექციის მაჩვენებლის კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, მას შემდეგ, რაც მოვუწოდეთ მოქალაქეებს და რიგ ადგილებში სავალდებულოც გავხადეთ პირბადე, ასევე დისტანციური მუშაობა, კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო, დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობებით და ეფექტიანი მუშაობით, რომელიც განვახორციელეთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტებიდედაქალაქის მასშტაბით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"