ავტორი:

"აუცილებელია, ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. თუ არა და, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება" - რას ამბობენ ექიმები ოპოზიციის აქციებზე?

"აუცილებელია, ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. თუ არა და, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება" - რას ამბობენ ექიმები ოპოზიციის აქციებზე?

საქართველოში ეპიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება. ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ანტირეკორდული მაჩვენებლები. სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ კლინიკების გადატვირთვის გამო, პაციენტების შინ მკურნალობა ლეტალურად სრულდება. ამის ფონზე არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს, სადაც, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფილია ვირუსთან ბრძოლის ელემენტარული წესებიც კი.

Ambebi.ge დაინტერესდა, ქართველი სპეციალისტების მოსაზრებით, თუ რა გავლენას იქონიებს ასეთი ხალხმრავალი თავყრილობები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელზე.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა:

- ყველას აქვს უფლება, გააპროტესტოს ესა თუს ის მოვლენა, გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ არსებული სიტუაცია. ახლა ვირუსის პიკისკენ მიმავალ აღმავალ გზაზე ვართ, დაახლოებით ორ კვირაში გვექნება სრული პიკი, ამიტომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე. აუცილებელია, რომ ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. გამოიყენონ პირბადე აქციის მონაწილეებმა, დაიცვან დისტანცია და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება. მოიმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობაც.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:

- საპროეტსტო აქციები და ადამიანების გაზრდილი მობილობა, ცხადია, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიაზე უარყოფითად აისახება. საქართველოში გვაქვს ის სამწუხარო რეალობა, რომ ყოველდღე ანტირეკორდი ფიქსირდება. ამიტომ ამ აქციებს უარყოფითი გავლენა უდაოდ ექნება. მე, როგორც ადამიანი, არ ვარ მომხრე გამოხატვის ფუნდამენტური უფლება შეეზღუდოთ ადამიანებს, მაგრამ მეორეს მხრივ ეპიდსიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ამიტომ ახლა გამოსავალი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენაშია. აუცილებელია ყველამ დაიცვას წესები საპროტესტო აქციებზე, რათა მინიმუმამდე იყოს შემცირებული ვირუსის გავრცელების რისკი. ქვეყანა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას, ამიტომ ხალხს ვერ ეტყვი, სახლში დაჯექი, არაფერი გააპროტესტოო, ამას მაინც არავინ დაგვიჯერებს.

30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - რა განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლი ცენტრი

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის