ავტორი:

"ზოგჯერ სიმპტომებს იტყუებიან და საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტების ადგილს იკავებენ" - გოგინავა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მატების ფაქტორებზე

"ზოგჯერ სიმპტომებს იტყუებიან და საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტების ადგილს იკავებენ" - გოგინავა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მატების ფაქტორებზე

საქართველოში ეპიდსიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებლები. ბოლო დღეების სტატისტიკით, ერთი შეხედვით, თითქოს covid-19 -ით გარდაცვლილთა ასაკი ახალგაზრდავდება. ამასთან, სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია კლინიკების გადატვირთულობის გამო პაციენტთა გარდაცვალების შესახებ.

რამდენად საგანგაშოა ეპიდვითარება საქართველოში? რაზე მიუთითებს გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა და გვემუქრება თუ არა კოლაფსი - Ambebi.ge ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა:

- რატომ იზრდება ბოლო პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულად და არის თუ არა სტატისტიკა საგანგაშო?

- გარდაცვლილთა ეს სტატისტიკა საგანგაშო ნამდვილად არ არის და რატომ, გეტყვით - საერთოდ, სტატისტიკები ერთმანეთთან ბმაშია. დღეს კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა, ყოველდღე რეკორდულად იზრდება ინფიცირებულთა ოდენობა, რაც განაპირობებს მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის ზრდას და შესაბამისად გარდაცვლილთა რიცხვის მატებასაც. იფიცირებულთა რაოდენობასთან მიმართებაში, გარდაცვლილთა ოდენობა ლოგიკურად იზრდება და რაიმე განსაკუთრებულ მატებასთან საქმე არ გვაქვს. მესმის, რომ ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ხდება.

- ბოლო დღეების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თითქოს, ვირუსით გარდაცვლილთა ასაკი ახალგაზრდავდება. ასეა?

- არა, არ ახალგაზრდავდება! უბრალოდ, რაოდენობის მატებასთან ერთად გაჩნდა ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალების ფაქტებიც, პროცენტულად რომ შევადაროთ, ახალგაზრდების გარდაცვალება მაინც ერთეული შემთხვევებია. ლეტალური შედეგები ძირითადად ისევ დგება ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

- სახელმწიფო მოგვიწოდებს დავრჩეთ სახლში და შინ მკურნალობას მივმართოთ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სახლში დარჩენილი პაციენტების ნაწილი უეცრად მძიმდება და სიცოცხლეს ფატალურად ასრულებს. რაშია გამოსავალი ამ შემთხვევაში?

- მეც მსმენია ასეთი შემთხვევების შესახებ. ბევრი არა, მაგრამ არის ასეთი ფაქტები. სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, სულ უფრო ჭირს პაციენტების დროული მოთავსება სტაციონარში და შესაბამისი მომსახურების გაწევა მათთვის. ეს მოსალოდნელიც იყო, უფრო მაღალი დონის მქონე ჯანდაცვის ქვეყნებშიც იყო ასეთი სიტუაციები. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, სადაც იმდენად ძლიერი ჯანდაცვის სისტემაა ჩვენთან შედარებით, რომ პარალელის გავლებაც კი ჭირს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახლში დარჩენა აუცილებელია, რადგან მოსახლეობის 80-85 % ამ დაავადებას ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიტანს. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ახალგაზრდები და არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, ნუ მიეცემიან პანიკას, ნუ გადატვირთავთ ცხელ ხაზებს და მშვიდად იმკურნალეთ სახლში.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები სიმპტომებს იტყუებიან იმის გამო, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ, ამ დროს შეიძლება მათ დაიკავონ იმ კრიტიკული პაციენტების ადგილი, რომელთა კლინიკებში მკურნალობა აუცილებელია.

მხოლოდ სამედიცინო სექტორი და ჯანდაცვის სამინიტრო ამას ვერ მოაგვარებს, თუ საზოგადოების მხრიდანაც არ იქნება ხელშეწყობა. ეს ხელშეწყობა იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად აღვიქვათ სიტუაცია, პანიკას არ ავყვეთ და არ ვეცადოთ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ადგილი დავიჭიროთ. უეცრად დამძიმება ასე ჰაერიდან, არ ხდება. უეცრად მძიმდება ის ადამიანი, როემლსაც აქვს შესაბამისი ასაკი და თანმდევი ფონური დაავადებები. ამიტომ ვეცადოთ ადგილი დავუთმოთ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულია.

- რატომ მივიღეთ ინფიცირებულთა ასეთი უკონტროლო მატება? ეს კოლაფსია?

- გაზაფხულიდან ჩვენ ვსაუბრობდით ამ სცენარზე. მოვუწოდებდით ადამიანებს სიფრთხილისკენ. ვამბობდით, რომ თუ გაგრძელდებოდა ახალი შემთხვევების ზრდა, კოლაფსს მივიღებდით. ახლა რეალურად ვართ იმ ცუდ სცენარში, რომელიც არ გვინდოდა და რომელსაც ვპროგნოზირებდით. სამწუხაროდ, გაზაფხულსა და ზაფხულში ჩვენი მოწოდებების გათვალისწინება გარკვეული ფაქტორების გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ ახლა იმ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ, რაც გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩვენ კოლაფსი გაქვს სახეზე, მაგრამ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა შემთხვევების მატება, ეს გარდაუვალია.

რაც შეეხება მიზეზებს, პირველ რიგში საგულისხმოა გლობალური სიტუაცია. თუ გახსოვთ, იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა კორონავირუსი კავშირში ყოფილიყო ტენიანობასთან ან სეზონურობასთან. იყო მოლოდინი, რომ დათბობასთან ერთად შეიძლებოდა შემცირებულიყო ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მთელ მსოფლიოში უკონტროლოდ იმატა ვირუსმა, რაც საქართველოზეც აისახა.

მეორე ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოსახლეობის დამოკიდებულება ვირუსის მიმართ. მთელი ზაფხული საზოგადოებაში იყო განცდა, თუთქოს ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველოს განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრებოდა. საზოგადოებაში გაჩნდა ცრუ წარმოდგენები და აუხსნელად მშვიდი დამოკიდებულება ვირუსის მიმართ, თითქოს ის არ იყო საშიში. ადამიანები არ იცავდნენ რეკომენდაციებს, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ შედეგების მიღებაში, რაც ახლა გვაქვს.

კიდევ ერთი ფაქტორი - როგორც ოფიციალურმა, ისე არაოფიციალურმა უწყებებმა ეს ზაფხული ჩავაგდეთ. მოდუნებული იყო სახელმწიფოც ამ მიმართულებით, რადგან რატომღაც იყო განცდა, თითქოს ვირუსი დავამარცხეთ. ახლა უკვე ვერ ხერხდება ვირუსის გავრცელების სტაბილიზაცია. მსოფლიო გამოცდილება ამბობს, რომ თუ არ მოხერხდა ქვეყნის ჩაკეტვა, სხვა ზომები არაფექტურია.

- თქვენ გამოსავალს მკაცრ შეზრუდვებში ხედავთ? მიგაჩნიათ, რომ ე.წ. ლოქდუნის გამოცხადება აუცილეებლია?

- ჩემი აზრით, "ლოქდაუნი" უკიდურესი ზომაა და მოგეხსენაბთ, საქართველოს ეკონომიკა ერთხელ უკვე სერიოზულად აზარალა ამან. ჩვენი ეკონომიკა კიდევ ერთხელ ამას ალბათ ვერ გაუძლებს. თუმცა აღსანიშნიავია ისიც, რომ მაშინ ჩვენ "ლოქდაუნის" საპირწონედ მივიღეთ ექსვსთვიანი სტაბილური სიტუაცია - ეპიდვითარება მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო და შეიძლებოდა მისი მართვა. ახლა ალბათ, ყველაფრის გათვალისწინებით, გამოსავალი იქნება წერტილოვანი შეზუდვები, რომლებიც კარგად უნდა აწონ-დაწონოს და დაგეგმოს სახელმწიფომ და ამვდროულად, პარალელურ რეჟიმში იზრუნოს რესუსრების მობილიზებაზე.

- ეპიდემიოლოგიურად რა ფაზაში ვიმყოფებით ახლა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ?

- ახლა ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის გავრცელების აღმავალ პერიოდში. დაახლოებით 2 კვირაში იქნება პიკი და შემდეგ შესაძლოა, ბუნებრივად დაიწყოს ვირუსის გავრცელებამ კლება. თუ გავუძელით ამ მძიმე ორ კვირას, მერე შესაძლოა მკაცრი შეზღუდვები, ლოქდაუნს ვგულისხმობ, არ დაგვჭირდეს.

30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - რა განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლი ცენტრი

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის