ჩილეში მეშახტეთა გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს

ჩილეში მეშახტეთა გადარჩენის გეგმა შეიმუშავეს

ჩილელი ინჟინრები ალტერნატიულ გეგმას ამზადებენ, რომლის წყალობითაც ისინი მაღაროს ნანგრევებიდან 33 მაღაროელის ამოყვანას გაცილებით უფრო სწრაფად შეძლებენ.

დღეიდან, დაახლოებით, 700 მეტრის სიღრმეზე, სადაც მაღაროელები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილნი, სამაშველო ჭაბურღილის გათხრა დაიწყო.

ამ ოპერაციას, შესაძლოა 4 თვე დასჭირდეს, თუმცა ინჟინერთა აზრით, თუ არსებული ჭაბურღილის გაფართოვებას შეძლებენ, რომლის საშუალებითაც მაღაროელებს საკვებს აწვდიან, მათ ამოყვანას ორ თვეში მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ სან-ხოსეს მაღაროში ავარია, რომლის შედეგადაც მაღაროელები მიწის ქვეშ აღმოჩნდნენ, 5 აგვისტოს მოხდა.

ჩილეს ხელისუფლება სამაშველო ოპრაციების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, აცხადებს ინჟინერი ვალტერ ერერა.

ამას ადასტურებს ასევე ჩილეს ჯანდაცვის მინისტრი ჰაიმე მანალიჩი, რომლის თქმითაც "გეგმა B უკვე შემუშავებულია".

მას დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა როგორც ის აცხადებს, "იმ ხვრელის გაფართოვება, რომელიც უკვე არსებობს, ბოლო თაობის მანქანებითა და დიდი დიამეტრის ბურღით არის შესაძლებელი.

ჩილემ უკვე შეისყიდა სპეციალური ჰიდრავლიკური ბურღი Strata 950. მისი დახმარებით ჭაბურღილს გათხრიან, რომელშიც სამაშველო კაფსულა ჩაეშვება და რიგრიგობით თითო მაღაროელის ამოყვანას შეძლებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია