ავტორი:

"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, თემურ ვოზბას მიერ რუსი ექიმის სავარაუდო გაუპატიურების საკითხზე, სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას interfax.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ე.წ. საელჩო და ადგილობრივი "პროკურატურა" საქმის გარშემო დეტალებს არკვევენ. რუსი ექიმი, გუდაუთაში, იმ დანარჩენ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, რუსეთიდან აფხაზეთში კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად და ინფიცრებული პაციენტების მკურნალობაში აფხაზი ექიმების დასახმარებლად ჩავიდნენ.

შესაძლო გაუპატიურების თემა აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის თემა გახდა... პირველადი ინფორმაცია აფხაზურ ტელეგრამ –არხზე გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით, რუსმა გოგონამ სოხუმში რუსეთის საელჩოს მიმართა".

"რუსეთის საელჩომ უკვე დაიწყო საქმის გარშემო დეტალების მოძიება. თუმცა, უწყება განმარტავს, რომ მსგავსი ინციდენტის შესახებ მათთვის არავის მიუმართავს... აღნიშნავს საელჩოს პრეს-მდივანი დენის ლავრიკოვი" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, გოგონა გუდაუთის ერთ-ერთი სასტუმროში ცხვრობდა, სადაც ბრიგადის სხვა წევრები იყვნენ განთავსებული.

"გოგონამ მამაკაცს თავი დააღწია, თუმცა, კაცი დაემუქრა, რომ როგორც კი სასტუმროს ნომრების გასაღებებს მოიპოვებდა, დაბრუნდებოდა... ანა შაროვამ ამის შემდეგ მიმართა მილიციას და რუსეთის საელჩოს. სამედიცინო ბრიგადამ კი, რომლის წევრიც თავად იყო, რუსეთში დაბრუნება მოითხოვა. აფხაზური მედიის ცნობით, სკანდალის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოზბამ "თანამდებობა"დატოვა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გაათავისუფლეს.

4 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც რუს, ასევე, აფხაზ ინტერნეტმომხარებლებში მწვავე და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"რა ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ და რა ვითარებაში უნდა მოგვეჭრას თავი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ხომ ვართ ღირსი, ისე მოგვექცნენ, როგორც ვიმსახურებთ, რომ ჭკუა ვისწავლოთ? მე ვფიქრობ კი. ნეტავ გარედან დაგვანახა ჩვენი თავი. ადამიანი დასახმარებლად ჩამოვიდა, სიცოცხლის, რისკის ფასად და ამ ბაბუის ხნის კაცმა გაუპატიურება მოუნდომა. ესე ჩვენი მაღალი მორალი დ ზნეობა..." – წერს "ლაურა კელასური".

"ძალიან ნუ გადაუვლით ახლა იმ ურალელი გოგონას გამო. მათ როგორი ჩაცმა იციან, ჩემზე კარგად იცით, ეტყობა... ეს თავაზიანად, თბილად მოექცა და ისიც გაიხსნა... ერთია პლაჟზე გასასვლელად როგორ იმოსები და ცალკე თემაა საავადმყოფოში როგორი ჩაცმული მიდიხარ, არსებობს დრესკოდი, რასაც ისინი არ იცავენ და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენებური ბიჭი იბრალებს ცუდად ყოფნას, რომ იქ მისვლის მიზეზი ჰქონდეს. ასე რომ, თქვენ ოღონდ ჩვენი ხალხის ლანძღვის მიზეზი გქონდეთ..." - მიაჩნია აიდა დბარს.

ტელეგრამ-არხს "ამრა LIFE"-ის ცნობით, "არ არის გამორიცხული რომ ახლა დადონ ვერსია, თითქოს ვოზბამ ის ვახშამზე დაპატიჟა, მან კი, ჩინოვნიკის გულწრფელი მიპატიჯება ვერ გაიგო და შეშინებული მილიციაში გაიქცა...".

"არ მჯერა რომ თემური ამას იკადრებდა, შვილიშვილები ჰყავს ადამიანს, წესიერი ოჯახი აქვს, საქმის ერთგული და ქვეყნის პატრიოტი მგონია" - წერს გული ჩაჩხალია.

"აფხაზეთში ჩვენმა ელჩმა, ალექსეი დვინიანმა უარყო, გუდაუთაში მსგასი არაფერი მომხდარაო. მორჩა, ყველას გვჯერა. თითქოს აქამდე მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ, არ გაუტანიათ, არ უწამებიათ, არ დაუყაჩაღებიათ. ეტყობა, იმ ურალელმა გოგონამ მოუგონა, სტუმართმოყვარე აფხაზ ერს, ალბათ ნახა, რა მდიდრები არიან და ფული შეწერა უნდოდა..." - წერს ირონიულად ვალერი პეტროვსკი.

"სამაგალითოდ უნდა დასაიჯონ ასეთი "სტუმართმოყვარე მასპინძლები..." - მიაჩნია ალბინა გარს.

"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?

"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა