ავტორი:

"საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ნოემბერს დღის განმავლობაში და 7 ნოემბრის ღამით საბრძოლო ოპერაციები ძირითადად აღდერეს, აღდამისა და ხოჯევანდის მიმართულებებით ხორციელდებოდა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგის მე-6 სამთო-მსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დანაკარგი განიცადა.

"ამჟამად, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია

დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ - "არჩევნების დასრულებამდე შორია"

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა