ავტორი:

შეზღუდვები წესდება ტრანსპორტშიც - "მძღოლი გააკონტროლებს, რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს"

შეზღუდვები წესდება ტრანსპორტშიც - "მძღოლი გააკონტროლებს, რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს"

ავტობუსში თუ ყველა ადგილი დაკავებულია, მძღოლი გააკონტროლებს, რომ დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს.

ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს, მაგრამ დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.

"ავტობუსებში, სამარშუტო ტაქსებში გვხდება, რომ ადამიანი ფეხზეც დგას.

პირველ რიგში, მძღოლი გააკონტროლებს იმას, რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, ყველა ადამიანი თავის სავარძელშია მოთავსებული, დამატებითი ადამიანის ამოყვანა კონკრეტულ მარშუტზე არ მოხდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?

"1060 თბილისში, 461 აჭარაში და 340 იმერეთში" - საქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს