ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ცნობები მართალია, მაგრამ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ" - "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერი

"დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ცნობები მართალია, მაგრამ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ" - "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერი

ზოგადად, ეუთოს მისიის დასკვნას ვეთანხმები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ დასკვნაში აღნიშნული ცნობები ამომრჩევლის „სავარაუდო“ მოსყიდვისა და მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, მართალია, - ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მაიკლ გალერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, არჩევნების დღეს მსგავს პრობლემებს წინა ჯერზე თავადაც გადააწყდა.

„მახსოვს, წინა ჯერზე, თუ როგორ დასეირნობდა ეს მომაბეზრებელი ხალხი SUV-ის ტიპის ავტომობილებით საარჩევნო უბნების გარშემო. მე მათი ფოტოები არჩევნების საღამოს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრსაც ვაჩვენე“, - დასძინა გალერმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს, გალერი პასუხობს, რომ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ.

„ყველა ქვეყანაში, სადაც არჩეული კანდიდატების მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი ხდება, ან უფრო მეტიც, მთლიანი არჩევნების ბოიკოტს აქვს ადგილი - ჩვენ ყოველთვის ვამჯობინებდით, რომ კრიტიკა და იმედგაცრუება პარლამენტის შიგნით დაფიქსირებულიყო და არა მის გარეთ. როგორი არასამართლიანიც არ უნდა ჩანდეს საარჩევნო გარემო, უმჯობესია, რომ ამის განხილვა პარლამენტის შიგნით მოხდეს“, - განაცხადა გალერმა.

ამას გარდა, ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, თბილისში ევროკავშირის დელეგაცია რთულ მომენტებში ქვეყანაში აქტიური როლის შესრულებას კვლავ გააგრძელებს.

„ჩვენს დელეგაციას ადგილზე ძალიან პოზიტიური და აქტიური როლი ჰქონდა მნიშვნელოვან მომენტებში და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამის საჭიროება და სურვილი იქნება, ჩვენ ამ როლს კვლავ მოვირგებთ. იგივე შეიძლება ითქვას ევროპარლამენტზეც, რომელსაც ინტენსიური კონტაქტები აქვს მთელს პარტიულ სპექტრში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგების ხილვას პირისპირ პანდემიის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ შევძლებთ“, - განაცხადა გალერმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"