ავტორი:

"გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს" - რას წერენ სოცქსელებში საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი

"გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს" - რას წერენ სოცქსელებში საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - აცხადებს გიორგი გახარია.

ჯო ბაიდებს და კამალა ჰარისს გამარჯვებას ულოცავს ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„საქართველოს, კავკასიასა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმაოთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ასევე ულოცავს კამალა ჰარისს და წარმატებებებს უსურვებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა... სააკაშვილმა კი თავი დაანებოს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას" - ბოკერია

"სააკაშვილი მარსზე გაფრინდება... ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ" - ირაკლი კობახიძე