ბრატისლავაში თავდასხმა ოთხმა ადამიანმა განახორციელა და არა ერთმა, როგორც ამის შესახებ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, იტყობინება სლოვაკური გაზეთი "Час"-ი.
გამომცემლობის კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი სკოლის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა პოლიციისა და სპეცნაზის მისვლის შემდეგ თავი მოიკლა. დანარჩენ თავდამსხმელთა ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია. რაიონის მცხოვრებლებს შინ დარჩენა და ფანჯრებს მორიდება ურჩიეს.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. "Час"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია - 9 და დაშავებულია 14 ადამიანი. The Daily კი იტყობინება, რომ ამჟამად მხოლოდ 6 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დასტურდება, 19 ადამიანი კი დაშავებულია. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
30 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, დილის 10 საათზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ბრატისლავას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამვლელებისა და ახლომდებარე სახლების ფანჯრების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მომზადებულია vas.cas.sk-ს მიხედვით.